"თუმც ადამიანის სულს, - წერს ნეტარი ავგუსტინე, - სამართლიანად უწოდებენ უკვდავს, მაგრამ იგი თავისებურად მაინც კვდება. სიკვდილი მოდის მაშინ, როცა ღმერთი ტოვებს სულს. ამ სიკვდილს კიდევ სხვა სიკვდილი მოსდევს, რომელსაც წმიდა წერილი მეო...
იხილეთ სრულად
"თუმც ადამიანის სულს, - წერს ნეტარი ავგუსტინე, - სამართლიანად უწოდებენ უკვდავს, მაგრამ იგი თავისებურად მაინც კვდება. სიკვდილი მოდის მაშინ, როცა ღმერთი ტოვებს სულს. ამ სიკვდილს კიდევ სხვა სიკვდილი მოსდევს, რომელსაც წმიდა წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს... ეს სიკვდილი ყველა უბედურებაზე უფრო მძიმე და საზარელია, რადგანაც იგი სულისა და ხორცის გაყრას კი არ ნიშნავს, არამედ მათ შეერთებას საუკუნო სატანჯველისთვის" (წმ. მამათა შრომების დამატება, ნაწილი XV, გვ...
link
ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა; ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა ...
იხილეთ სრულად
ცოდვა არის საფუძველი პირველი და მეორე სიკვდილისა; ანუ საბაბი როგორც ფიზიკური სიკვდილისა, რომელიც ყოველი კაცის ხვედრია, ისე მიზეზი სულიერი სიკვდილისა, როცა სული მარადიულ ნეტარებას კარგავს და ჯოჯოხეთში მკვიდრდება. ამავე დროს, ცოდვა არის ადამიანსა და ღმერთს შორის და კაცთა შორის უთანხმოებისა და შუღლის მიზეზი.
link
არ არსებობს იმაზე მხურვალე ცეცხლი, ვიდრე სინდისისაგან გამოწვეული შინაგანი წვა. იგი სულს გამუდმებით აწვალებს და როგორც მატლი, მთელი ცხოვრება ხრავს, მაგრამ კიდევ უფრო გამეტებით იმქვეყნიურ, მომავალ ცხოვრებაში დახრავს, "სადა-იგი მატლი...
იხილეთ სრულად
არ არსებობს იმაზე მხურვალე ცეცხლი, ვიდრე სინდისისაგან გამოწვეული შინაგანი წვა. იგი სულს გამუდმებით აწვალებს და როგორც მატლი, მთელი ცხოვრება ხრავს, მაგრამ კიდევ უფრო გამეტებით იმქვეყნიურ, მომავალ ცხოვრებაში დახრავს, "სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების..." (მარკ. 9, 44), თუ ადამიანი ამ ცხოვრებაშივე არ მოინანიებს და არ გამოისყიდის თანამოძმეთათვის მიყენებულ შეურაცხყოფებს, თუნდაც კეთილი განწყობის გამოხატვით, თუკი მას არ შეუძლია ეს სხვანაირად გააკეთოს.
link
დავფიქრდეთ კიდევ ერთ ბოროტებაზე, რომელიც ცოდვამ მოგვიტანა – მარადიულ სატანჯველზე. თუ ჩვენ ერთი წუთითაც კი არ შეგვიძლია, გავუძლოთ მცირე ცეცხლით წვას, მაშ რას შევადაროთ ჯოჯოხეთის კოცონი, როგორ შევძლებთ, დავითმინოთ მარადიული ცეცხლი?!...
იხილეთ სრულად
დავფიქრდეთ კიდევ ერთ ბოროტებაზე, რომელიც ცოდვამ მოგვიტანა – მარადიულ სატანჯველზე. თუ ჩვენ ერთი წუთითაც კი არ შეგვიძლია, გავუძლოთ მცირე ცეცხლით წვას, მაშ რას შევადაროთ ჯოჯოხეთის კოცონი, როგორ შევძლებთ, დავითმინოთ მარადიული ცეცხლი?! ესაია წინასწარმეტყველმა, რომელიც ხედავდა მარადიული ცეცხლის ენით აუწერელ ტანჯვას, უდიდესი შიშითა და განცვიფრებით თქვა: "რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილს?!" (ის. 33, 14...
link
ჯოჯოხეთი აღარ იქნებოდა ჯოჯოხეთი, მას რომ ცოდვა ჩამოშორებოდა. მაშინ ისიც სამოთხედ გადაიქცეოდა. აი, რაოდენ მწარე და ძლიერმოქმედია ცოდვის საწამლავი! და რაღა უნდა ითქვას იმაზე, თუ რაოდენ ამაზრზენი ვართ ხოლმე უფლის წინაშე, როდესაც ვცოდ...
იხილეთ სრულად
ჯოჯოხეთი აღარ იქნებოდა ჯოჯოხეთი, მას რომ ცოდვა ჩამოშორებოდა. მაშინ ისიც სამოთხედ გადაიქცეოდა. აი, რაოდენ მწარე და ძლიერმოქმედია ცოდვის საწამლავი! და რაღა უნდა ითქვას იმაზე, თუ რაოდენ ამაზრზენი ვართ ხოლმე უფლის წინაშე, როდესაც ვცოდავთ. ცოდვა ხომ მადლმოსილი უფლის მტერია?
link
ჩვენ ორში ერთი უნდა ავირჩიოთ, მესამე არ მოგვეცემა – ან მადლიერებით მივიღოთ უფლის შემწველი სიყვარული აქაც და სამოთხეშიც, ან მასზე უარის თქმით მარად ვიწვოდეთ ჯოჯოხეთის ცეცხლში. ერთი ცეცხლი მაცხოვნებელი და სულის ჩამდგმელია, მეორე კი ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ორში ერთი უნდა ავირჩიოთ, მესამე არ მოგვეცემა – ან მადლიერებით მივიღოთ უფლის შემწველი სიყვარული აქაც და სამოთხეშიც, ან მასზე უარის თქმით მარად ვიწვოდეთ ჯოჯოხეთის ცეცხლში. ერთი ცეცხლი მაცხოვნებელი და სულის ჩამდგმელია, მეორე კი – მტანჯველი და მომაკვდინებელი. მაშ, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ – უგუნურებს, არ გავიგოთ ეს და რატომაა, რომ ღვთაებრივი სიყვარულის სულისჩამდგმელ ცეცხლს ჯოჯოხეთის მომაკვდინებელი კოცონი გვირჩევნია? სიყვარულზე, რომელსაც უფლის მიმ...
link
ცოდვილები სწორედ იმიტომ იწვნევენ უდიდეს ტანჯვას, რომ არ უყვარდათ უფალი, როგორც მან დაგვიკანონა ჩვენ. ისინი არღვევდნენ მის მცნებებს და სწორედ ამით დაიჩრდილეს თავი უფლის სიყვარულისაგან. როგორც ამბობს წმიდა ისააკ ასური: "სიყვარულის შ...
იხილეთ სრულად
ცოდვილები სწორედ იმიტომ იწვნევენ უდიდეს ტანჯვას, რომ არ უყვარდათ უფალი, როგორც მან დაგვიკანონა ჩვენ. ისინი არღვევდნენ მის მცნებებს და სწორედ ამით დაიჩრდილეს თავი უფლის სიყვარულისაგან. როგორც ამბობს წმიდა ისააკ ასური: "სიყვარულის შოლტით იშოლტებიან ტანჯულნი გეენიაში – ისინი, ვინც დაუძლურდნენ სიყვარულის საწინააღმდეგო ცოდვით, იტანჯებიან ისეთი საშინელი ტანჯვით, რომელიც ნებისმიერ სხვა, ყველაზე საშინელ ჭირზე მეტია" (სიტყვა 84-ე).
link
ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი...
იხილეთ სრულად
ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი მსგავსია ებრაელთა მოგზაურობისა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ.
link
უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი არიან თანაზიარნი და შვილნი სასუფევლისა. მაგრამ უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი ასევე არიან მკვიდრნი ჯოჯოხეთისა.
იხილეთ სრულად
უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი არიან თანაზიარნი და შვილნი სასუფევლისა. მაგრამ უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი ასევე არიან მკვიდრნი ჯოჯოხეთისა.დიახ, თითოეული ჩვენგანის წინაშეა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა: ან მარადიული სიცოცხლე და ნეტარება, ან მარადიული სიკვდილი და სატანჯველი! მესამე გზა, უბრალოდ, არ არსსებობს.
link
ჯოჯოხეთი - ეს მეორე სიკვდილია, სადაც არ არის აღდგომა. პირველი, ხორციელი სიკვდილი და საფლავში ლპობა ამასთან შედარებით მშვიდ ძილად გამოიყურება.