სიხარული - ციტატები, გამონათქვამები
სიხარული - ციტატები, გამონათქვამები სიხარული, გამონათქვამები, ციტატები
ერს განშორებული მონაზვნის ანაფორაზე მდაბალი განა რა არის? სოფლის სიხარულს მოცილებული მონაზონი საკუთარ ცოდვებს დასტირის, რათა სულმა მშვიდი სინდისისგან შობილი ნამდვილი სიხარული იპოვოს.
უფლის სიყვარულით გაერთიანებულნი – ყველა, როგორც ერთი – უმშვენიერეს სიძეს, ქრისტეს ერთგულად შევუდგეთ. ყოველმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი მოთმინებით იტვირთოს, ვიდრე იესო სიხარულის ანგელოზს მოგვივლენს, რომელიც თითოეულ სულს უმშვენიერეს სა... იხილეთ სრულად
არასოდეს შევნატროთ ადამიანებს, რომლებსაც აქვე, დედამიწაზე მუდმივად აქვთ სიხარული და სიმშვიდე. ისინი უფრო უნდა გვეცოდებოდნენ, რადგან წარმავალი სიხარული მათ მომავალ ცხოვრებაში დაბრკოლებად ექცევათ.
მკაცრია ზამთარი, ტკივილიანია ყინვა, მაგრამ ტკბილია სამოთხე. აღაპყარით თვალები და იხილეთ ზეციური იერუსალიმი. იქ ბედნიერება, სიხარული და ნეტარებაა უკუნითი უკუნისამდე! რა სიხარული და მხიარულებაა ადამიანისთვის ღვთის ახლოს მარადიული ცხ... იხილეთ სრულად
ნეტარია, ვინც ცრემლებს სულიერ მარხვასთან ერთად თესავს, ვისაც მარად სურს კეთილი საქმეები და ესწრაფვის მათ, რადგან მარადიულ სიხარულს მოიმუშაკებს!