არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შეიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან მოდის სიყვარული
ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? - ჰკითხეს ბერ გაბრიელს. ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდო... იხილეთ სრულად
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს. ყველაფერი თავისთვის უნდა. მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც არ დაკმაყოფილდება
ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო
გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს, ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში... იხილეთ სრულად