არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ, იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც
როგორ იქნება დამშვიდებული სული ადამიანისა, როცა განსაცდელშია მოყვასი? თუ კაცს სახლში ავადმყოფი ჰყავს ოჯახის წევრი და მომვლელი თვითონ არის, რა აზრი აქვს წირვაზე წასვლას?
როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება
სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს
კეთილი ყველასთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, - ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული, ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმე