წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი - მოკლეს, თითქოს გულზე სრული ჯვრის გამოხატვა რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერის დროს აქეთ-იქით იყურება, ან ლაპარაკობს. ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოცველნი არიან? ზოგიერთნი კი შიშითა და კრძალვით შეამტკიცებენ მას თითს, ხელს მაღლა აღმართავენ და ჯვრის სახეს შუბლზე, გულსა და მხრებზე მტკიცედ დაბეჭდავენ. შესაბამისად, მათი საიდუმლო ლოცვაც მტკიცე და მხურვალეა (II, 91-92). შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს

მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რომელნიცა არიან ორი უმთავრესნი სათნოებანი ჭეშმარიტთა ქრისტიანეთა. ჩვენ ყოველნი ოდესმე უნდა შვეგებნეთ ჩენს ზეციერს სიძესა, მეორესა მისსა მოსვლასა. ბედნიერნი იქნებიან ისინი, რომლებიც, მსგავსად ხუთთა ბრძენთა ქალწულთა, სცდილობენ დაიცვან თავის სულში აღნთებული ლამპარი სარწმუნოებისა, წმიდითა ცხოვრებითა და კეთილითა საქმეებითა. იგინი შეეგებებიან თავიანთ ზეციურს სიძესა და იქმნებიან მიღებულნი მის ზეციერ სასუფეველში. წინააღმდეგ ამისა, უბედურნი იქმნებიან ისინი, რომელნიცა, მზგავსად ხუთთა სულელთა ქალწულთა, რომელთაც კი ჰქონდათ სარწმუნოება, მაგრამ სარწმუნოება მათი მჩატე ჭკუის და დაფანტული ცხოვრების გამო, არ იყო შემკული კეთილთა საქმეთაგან და ამიტომ მათი სარწმუნოებაც განჰქრა გულისაგან. მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე

რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი მინიჭებული ღმრთისაგან, უნდა ახსოვდეს საკუთარი ღირსება, თავისის ბუნების სიმაღლე და დიდება. კაცის ბუნებას შეუფასებელი ღირსება აქვს, რადგან თვით შემოქმედმა ღმერთმა მისი ცხონებისა და განათლებისათვის თვით საკუთარი ძე არ დაზოგა და რადგან უფალმა იგი თავის ღმრთეებრივ ბუნებასთან შეაერთა. კაცობრივი ბუნების ასეთ სიმაღლეს კი ისე არაფერი ამდაბლებს, როგორც სიცრუე და მზაკვრობა. მეორე, რაც ჩვენში პატიოსნებას განამტკიცებს, ის აზრია, რომ პატიოსნების გარეშე კაცი არც კარგი ქრისტიანი იქნება და არც კარგი მოქალაქე, ანუ საზოგადოების წევრი. ქრისტიანობა აღსრულებაა იმ პირობისა, რომელიც ჩვენ ნათლისღების დროს ღმერთს მივეცით, სახელდობრ, რომ წმინდა, მართალი და ღმრთისა და მოყვასის მოყვარული ვიქნებოდით. რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის

ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი მოვალეობა, არამედ მცირედია. შეიძლება კაცი პირჯვარს არ იწერდეს, მაგრამ გული ჰქონდეს ღვთისადმი მიქცეული მდუღარითა ლოცვითა. გარნა, შეგვიძლია პირდაპირ ვსთქვათ, რომ ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი ამით წაახდენს თვისსა ლოცვასა. ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის

სიბრძნე, კეთილგონიერება, წინმხედველობა – აჰა უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყვნენ აღჭურვილნი ყოველნი, რომელთა ჰსურთ გაატარონ მყუდრო და კმაყოფილი ცხოვრება; მეორეს მხრით: უჭკუობა, მოუფიქრებლობა, წინდაუხედველობა – აჰა თვისებანი, რომელნიცა ყველაზე უფრო ჰღუპვენ კაცის ცხოვრებას ქვეყანაზე და ამიტომ ამ თვისებათა კაცი ყოველივე ღონისძიებით უნდა ერიდოს. სიბრძნე, კეთილგონიერება, წინმხედველობა – აჰა

პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა. ჩვეულებრივ მას ასე უწოდებენ და სწერენ: პატიოსანო მამაო, და ეს იმიტომ, რომ უპირველესი თვისება პატიოსნება უნდა იყოს. თუ მოძღვარი პატიოსნებას მოკლებულია, ეს სამწყსოსათვის გამოუთქმელი უბედურებაა. მისის იმრუდე და სიცრუე მრევლში საწამლავივით იმოქმედებს. პატიოსნება სჭირდება ყოველი პროფესიის ადამიანს, სახელმწიფო მოხელე იქნება იგი, შინამოსამსახურე თუ ვაჭარი. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ფიქრობს, რომ პატიოსნებით ვერაფერს მოიგებს და რომ ადამიანს პატიოსნება მრავალ ჭირსა და მწუხარებას შეამთხვევს. ასეთი შეხედულება მხოლოდ იქ სუფევს, სადაც უმეცრება და უზნეობაა. პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა.

თუ შენი თავის პატივისცემა გაქვს და გსურს პატივი სხვებმაც გცენ, პატიოსნება უნდა დაიცვა და განიმტკიცო. ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი განძი პატივია, მის მოკლებას სიკვდილი უნდა ერჩივნოს. ამიტომ, თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი შენი პატიოსნებით დაიცავი. თუ შენი თავის პატივისცემა გაქვს და გსურს

ვისაც პატიოსნება არ აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ვინმესთან არ იყოს შეკრული რომელიმე პირობით, ჩვენი მოვალეობა კი სხვა არა არის რა, თუ არა ამ პირობის ასრულება - მამაშვილობა, ძმობა, მოყვრობა, მეგობრობა, უფროს-უმცროსობა, მოძღვრობა, ვაჭრობა - ეს ყოველივე პირობის მიცემასა და აღთქმის აღსრულებაზეა დაფუძნებული. საზოგადოებაში, სადაც პატიოსნება სუფევს, ყოველივე საქმე წარმატებულია, ხოლო სადაც იგი არ არის, იქ ადამიანის ცხოვრება გატანჯულია ვისაც პატიოსნება არ აქვს, ის ამ პირობას ვერ

„ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა. ამ სიტყვებიდან ის დიდი ნუგეში და სასიამოვნო აზრი გამოდის ძმანო ჩემნო, რომ ჩვენ ყოველთა შეგვიძლია ყოველი ჩვენი საქმე და შრომა გარდავაქციოთ ღვთისმსახურებად. ამ სიტყვებიდან გამოდის, რომ ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით ჩვენ, როდესაც მაგალითებრ, ეკლესიაში ვდგევართ და ვლოცულობთ, ანუ როდესაც გამახსოვნებელნი ღვთის მცნებისა, რომელსამე ქველს საქმეს, ანუ სათნოებას ვასრულებთ, არამედ იმითაც კი შეგვიძლია ვემსახუროთ ღმერთსა, როდესაც ჩენ საკუთარს, სოფლიურს საქმეს ვაკეთებთ, თუ კი ის საქმე პატიოსანი არის, თუ ერთგულად და ღვთის წინაშე ვაკეთებთ იმას. ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად , ვითარცა

რომელი კაციც მცირეთა და მდაბალთა საქმეთა და მოვალეობათა თვისთა კარგად და პატიოსნად აღასრულებს, იგი დიდთაცა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა მსგავსადვე კარგად აღასრულებს. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე მცირესა თვისსა საქმესა და თუ კეთილად და პატიოსნად აღასრულებს, მაშინ უნებლივად მიეჩვევა პატიოსნებასა და ბეჯითობასა და თუ არა, იგი მიეჩვევა სიყალბესა და სიცრუესა და ამ ჩვეულებას გადიტანს დიდ–დიდ საქმეებშიაც. თუ მცირეს და ადვილს მოვალეობას, რომელიც დიდ ღონეს და შრომას არ მოითხოვს, ცუდად აღასრულებ, დიდ მოვალეობას როგორღა აღასრულებ კარგად? რომელი კაციც მცირეთა და მდაბალთა საქმეთა

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1