სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
დავეხმაროთ ქვეყნიერებას სინანულში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა მიიღოს ღვთის კურთხევა. სინანული და აღსარება - აი, რა არის დღეს საჭირო. ჩემი უცვლელი რჩევა ადამიანებისათვის - შეინანეთ და აღსარება თქვით, რათა ეშმაკს წაერთვას უფლება, თქვენ კი აღარ წამოეგოთ ეშმაკის გარეგნულ ზემოქმედებას. იმისათვის რომ ადამიანები მიხვდნენ და შენინანონ, შეჯანჯღარება სჭირდებათ.
ასეა თუ ისე, სინანული დიდებული საქმეა, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერებთ, რომ სინანულით ადამიანს შეუძლია, შეცვალოს ღვთის გადაწყვეტილება. ხუმრობა არაა, რომ ადამიანს ასეთი ძალა აქვს. შენ ბოროტებას აკეთებ? ღმერთი კისერში წაგითაქებს. ამბობ: “ვცოდე”? ღმერთი რისხვას წყალობად ცვლის და თავის ლოცვა-კურთხევას განიჭებს.
ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს მოიპოვებს, ლაპარაკობს ცოტას და მტკიცედ მოქმედებს. გონს მოსული ისწრაფვის უკეთესობისაკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, დარწმუნებული იმაში, რომ დადგა მისთვის ხსნის ჟამი. ქვეყნის უკუღმართობასა და თავისი უწინდელი ცხოვრების ცვლილებებზე ფიქრებით ძლიერ აღელვებული, ის ეძიებს განმარტოებულ ადგილს, სადაც თავისუფალდ შეძლებს საუბარს საკუთარ თავთან და დაღვრის ულევ ცრემლს. იგი ვეღარ იტევს მწუხარებას წარსულში მის მიერ აღსრულებული საქმეების გახსენებისას, ის მიწაზე ემხობა და ვერ ბედავს მზერა აღაპყროს ზეცისკენ, საიდანაც ხსნასა და შეწევნას ელის; ხშირად გულის სიღრმიდან შეჰღაღადებს ღმერთს, ევედრება შეეწიოს მას, განამტკიცოს სათნოებაში.
ჩვენი ცხონების მტერი ჩვეულებრივ ისე იქცევა, რომ როდესაც უკანონოდ ვცხოვრობთ, ჩვენს ცოდვას მცირემნიშვნელოვნად წარმოგვიდგენს, რომელთანაც თითქოსდა ზეცისა და მიწის მეუფეს, მისი დიდებულების გამო არანაირი საქმე არ ჰქონდეს; ხოლო როდესაც დაინახავს, რომ სინანულს ვიწყებთ და ვნებების ჯაჭვის გაწყვეტა გვსურს, ღმერთს უმოწყალო მსაჯულად გვაჩვენებს, ჩვენს ცოდვებს კი - სრულიად მიუტევებლად.