მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები

მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

სულიერი მოწყალების ერთი სახეა გზასაცდენილთა მოქცევა, ცოდვილის მობრუნება. მაგალითად, მეძავის, ლოთის ცოდვის გზიდან გადმობირება. ასეთი საქციელი სულს მოჰფენს წყალობის მადლს: „უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურის... იხილეთ სრულად

link
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად. ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არა იმ სურვილით, რომ მადლობა და სამაგიერო მიიღო უფლისაგან, არამედ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. თუ ბუკსა და ნაღარას... იხილეთ სრულად

link
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

იოანე ოქროპირი ამბობს: „მოწყალება ფულის გაცემაში კი არ მდგომარეობს, არამედ მოწყალების ქრისტიანული გრძნობით გაღებაში“. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყალების გაღება საჭიროა უშურველად, კეთილი ნებით, ხალისით, პატივისცემით, ნამდვილი სიყვარულ... იხილეთ სრულად

link
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

ჩვენ მოწყალებას მაშინ შეიწირავს უფალი, როცა იგი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან იქნება გაღებული და არა ნაძარცვ–ნაპარავიდან. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა მოაკლო, შეამცირო საკუთარი ხარჯი, უარი უნდა თქვა ფუფუნებაზე, არ შეიძინო მ... იხილეთ სრულად

link
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

უთმობთ თუ არა თუნდაც მცირე დროს მოწყალების საქმეთა აღსრულებას? ხომ ჰყავს თითოეულ თქვენგანს თუნდაც ერთი სნეული, უძლური ნაცნობი, განა ეხმარებით მას? არა! ჩვენ დრო და ძალა არა გვყოფნის ამისათვის. ხოლო ჭორაობისა და განკითხვისათვის, გა... იხილეთ სრულად

link
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

წამიერი აღფრთოვანებისა და გატაცების წუთებში ჩვენ მზადა ვართ გავცეთ შესაწირავი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი დაბრკოლებების პირობებში, როდესაც ჩვენს თავს უსამართლოდ დაჩაგრულად ვთვლით და ირგვლივ უსიტყვო, უსიამოვნო განწყობილება... იხილეთ სრულად

link
წმ. იოანე ოქროპირი

ვეცხლის მოყუარებაი და საქმე ცოდვისა ბოროტისაი მოიძულე, უკუეთუ ღმერთი გიყუარს, ვითარცა წიგნი იტყვის: "რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ უკეთურებაი". აწ ვინაითგან უწყი, ვითარმედ მოწყალებაი თავი არს სათნოებათაი, რომელი განუღებს კაცთა კ... იხილეთ სრულად

link
წმ. იოანე ოქროპირი

აჰა ესერა ხედავ შენ ყოველთა დღეთა კართა ზედა ეკლესიისათა, გევედრების და გეტყვის: "შემიწყალე მე". და არა ხედავ მას, არამედ გარე მიიქცევ პირსა შენსა მისგან, ვითარცა ვინ გარე მიიქცის პირი თვისი ქვისა კეპისაგან. და ოდეს შეხვიდე შინაგა... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

თავის გამომეტება მოწყალების აღსრულებაზე, არის ნამდვილი ქრისტიანული მოწყალება, უმაღლესი სათნოება. როდესაც კაცი, არა თუ თვისი ქონებისა და ნაყოფისაგან ეწევა გაჭირვებულს კაცს, არამედ თვით სიცოცხლესაც აღარ ჰზოგავს მოყვასის გულისათვის, ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

როდესაც მოწყალებას რასმეს იქმ და კეთილს საქმეს, ნურც ის აზრი გაქვს მაშინ, რომ ღმერთი გარდამიხდისო, მაგიერს მომაგებსო. მართალია, ღმერთი ყოველ კაცს გადუხდის მისი კეთილი საქმისათვის; საღმრთო წერილი პირდაპირ იტყვის, რომ ვინც გლახაკს მ... იხილეთ სრულად

link

მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები

2