
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
წყარო:
აღსარების აგების გამოცდილება [გვ. 106]
თემა:
მოწყალება
მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად. ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის
მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად. ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არა იმ სურვილით, რომ მადლობა და სამაგიერო მიიღო უფლისაგან, არამედ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკარი შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დაუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვის აშკარა ბოროტებად გადაიქცევა. ამიტომაც გაფრთხილდით! გიჯობთ მადლი ისე აღასრულოთ, რომ მაშინვე დაივიწყოთ ამის შესახებ და შეუდგეთ სხვა კეთილი საქმის აღსრულებას. აი, მაშინ კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, მოგაგებს შენ ხილულად.
|