სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
როცა ჩვენს გულში ქრისტეს სიყვარული არ არის, მაშინ ჩვენ არაფრის გაკეთება არ ძალგვიძს და ვემსგავსებით ხომალდს, რომელსაც ძრავებისთვის საწვავი გამოელია. ყოველთვის სიყვარულით მოვიგონოთ ქრისტე; მაშინ ჩვენი გული ათრთოლდება სიხარულისაგან.
რასაც ღმერთს არ ვაძლევთ გამოსაყენებლად, იმას იყენებს სხვა. ამიტომაც მოგვცა უფალმა მცნება, - გიყვარდეს იგი მთელი სულით და გულით, რათა ეშმაკმა ვერ ჰპოვოს შენში ვერც ადგილი, ვერც მოსვენება.
მოყვასისადმი სიყვარულში მდგომარეობს ჩვენი სიყვარული ქრისტესადმი, ღვთისმშობლისა და წმინდანთა თაყვანისცემაში მდგომარეობს ჩვენი კეთილკრძალული თაყვანისცემა ქრისტესადმი.
თუ სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რომელიც აღქმული არის როგორც ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობა, არ არის სიყვარული მტრების მიმართ, ამასთანავე ყველა ქნილების მიმართ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჭვრეტა იყო არა ჭეშმარიტი, ე. ი. არა... იხილეთ სრულად
თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ უფალზე, მაშ, გიყვართ იგი; ხოლო, თუ არ ფიქრობთ, ან მცირედ ფიქრობთ, მაშინ არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი მოშურნე ხართ, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ უფალს და ზუსტად ასრულებთ მის ნებას, რაც მის წმინ... იხილეთ სრულად
თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა, რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს? და ეს მცნება გვაქვს მისგან: ვისაც უყვარს ღმერთი, უნდა უყვარდ... იხილეთ სრულად
თუ გულწრფელად შეიყვარებ უფალს და განმტკიცდები ამ სიყვარულში, ვერანაირი ვნება ვერ დაგეუფლება.
ვისაც უყვარს ღმერთი სულიწმიდით, მას აუცილებლად უყვარს ღმერთის ყველა ქმნილება, უპირველეს ყოვლისა კი ადამიანი.
გული გვეტყვის გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვარს, მისადმი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულის არსებობაზე ჩვენში, ასევე ღვთისადმი სიყვარულის არსებობას გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრა... იხილეთ სრულად
გსურს ძლიერ გიყვარდეს ადამიანი? ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე და მაშინ დაინახავ, როგორ გიყვარს ადამიანები, თუნდაც ვერ ხედავდე მათ. ის სიყვარული, რომლის საფუძველი ჩვენი ქრისტეს სიყვარულია, ჭეშმარიტია და ძლიერი. ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქ... იხილეთ სრულად