მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
მოთმინების სარბიელი ფართოა და იგი ადამიანის ცხოვრებას მთლიანად გასდევს, ისევე, როგორც მოიცავს ზოგადად კაცობრიობის მიწიერ ცხოვრებას. მოთმინებით ადამიანი მოიპოვებს და დაიმარხავს სიკეთეს, წარემატება თავგამოდებაში, აღისრულებს წადილს, ... იხილეთ სრულად
მოთმინება ჭეშმარიტად საღვთო სათნოებაა. უფალი მომთმენია არა იმიტომ, რომ ჩვენს მიმართ შემწყნარებლურად იქცევა, არამედ იმიტომ, რომ ის რეალურად ხედავს საგნების სიღრმეს, რომელსაც ჩვენ სიბრმავის გამო ვერ ვხედავთ და რომელიც მისთვის აშკარა... იხილეთ სრულად
მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის საჭიროება დადგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა იარაღი უკვე მზად გქონდეს.
იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილ... იხილეთ სრულად
იცოდეთ, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;
ხოლო მოთმინების საქმე სრულქმნილი უნდა იყოს, რათა თავადაც სრულქმნილნი იყოთ და სრულყოფილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
თ. I
ავადმყოფი ხარ შენ თუ ღატაკი, დაითმინე. არაფერს, მოთმინების გარდა, ღმერთი შენგან არ ითხოვს. მშვიდად მოთმენით შენ განუწყვეტლივ კეთილ საქმეში იქნები. თუკი გულმშვიდად დაითმენ, როცა არ უნდა შემოგხედოს ღმერთმა, დაინახავს, რომ სიკეთეს აკ... იხილეთ სრულად
წყენების სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.
ჭამისა და სმისაგან მრავალი სნეულებაა, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან - არცერთი
ნუ ილოცებ, რომ უფალმა სხვადასხვა ავადმყოფობისაგან განგკურნოს, არამედ დამშვიდდი გონიერი ლოცვით და დაიმარხე მოთმინება. ასე დიდ სარგებელს მიიღებ.
რომ იცოდე, თუ როგორი სიტკბო ელის მართლის სულს ზეცაში, მაშინ გადაწყვეტდი, რომ დროებით ცხოვრებაში მწუხარებანი, დევნა და ცილისწამება მადლობით მოგეთმინა. თვით ეს ჩვენი სენაკი მატლებით სავსე რომ ყოფილიყო და ამ მატლებს მთელი ჩვენი დროებ... იხილეთ სრულად