მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მეცნიერებთან და ის სასიცოცხლო და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო საკითხები, რომელიც აღელვებს მსოფლიოს, ეკლესიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
ის სულიერი თუ ეროვნული საგანძური, რომელიც შექმნა საქართველოს ეკლესიამ, მთლიანად დაყრდნობილია ეკლესიის ქადაგებაზე, ჩვენს რწმენაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე. ამასთან, იგი გამოვლინდა ჩვენს აზროვნებაში, ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებაში.
...
იხილეთ სრულად
ის სულიერი თუ ეროვნული საგანძური, რომელიც შექმნა საქართველოს ეკლესიამ, მთლიანად დაყრდნობილია ეკლესიის ქადაგებაზე, ჩვენს რწმენაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე. ამასთან, იგი გამოვლინდა ჩვენს აზროვნებაში, ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებაში.
განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია დღეს საქართველოს ეკლესიას. დღეს, როცა მიმდინარეობს კაცთა მოდგმის სულიერი და ზნეობრივი დეგრადაცია, საშინელი დაცემა. სწორედ ამ დროს უნდა უქადაგოს ეკლესიამ თავის მრევლს, რომ მტკიცედ ...
მართლმადიდებელი ეკლესია - ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია, დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა დ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია - ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია, დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონ მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიციები, რომლითაც ამაყობდ...
იხილეთ სრულად
ეკლესიამ უნდა შეგვინარჩუნოს ჩვენი ტრადიცია, სახე, ფესვები. ქართველი კაცი თუ ფესვებს მოწყდა, დაკარგავს იმ სახეს, რომელიც უფალმა გვიბოძა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობანი, ის კულტურა, ის ტრადიციები, რომლითაც ამაყობდა და დღესაც ამაყობს ქართველი კაცი.
ჩვენ ვცხოვრობთ მიწყივ ცვალებად მსოფლიოში, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ხანაში. ეს პროცესი იმდენად სწრაფია, რომ ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს შეიცნოს ყოველივე, რაც ხდება მის გარშემო.
უსწავლელისათვის ძნელი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსისა, რომელიც შექმნა შემოქმედმა თავისი განუზომელი ძლიერებითა და უკვდავი მარჯვენით, და რომელსაც დღეს ჩვენი მატერიალური სამყარო წარმოადგენს ჩვენთვის.
საქართველოს კულტურული, ინტლექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს. მეცნიერების და მის წარმომადგენელთა სულიერება იქნება სათავე ჩვენი ქვეყნის განათლებისა.