არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) |
გიყვარდეთ ერთმანეთი, საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ვინც შეინარჩუნებს, ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში... იხილეთ სრულად
ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს. სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს
მოყვასის სიყვარული არის: როცა თვენი მოყვასი სნეულია და შველა სჭირდება, წამალი კი, შორი გზიდანაა მოსატანი. შეიძლება დაგიღამდეს, ტყეც შეგხვდეს და მგელმაც შეგჭამოს, აი, თუ წახვალ ასეთ დროს მოყვასის საშველად, პირდაპირ მიხვალ უფალთან
სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს, ღმერთს უყვარს საქმე, კეთილი საქმე არის სიყვარული
ნურვის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ.
თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისათვის, ისე არაფერი გამოვა
ნურვის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისათვის, ისე არაფერი გამოვა
სიკვდილი გარდაცვალებაა, გარდაცვალების ნუ გეშინიათ, იმ წუთსვე რომ განკითხვა მოდის, იმის გეშინოდეთ. საშინელია უფლის წინაშე სამსჯავროზე წარდგომა. როდესაც გამოცდაზე გადიხართ, ღელავთ პროფესორის წინაშე, გული გიცემთ, აბა წარმოიდგინეთ რაო... იხილეთ სრულად