სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
გარნა ვინმე მეტყვის მე, რომელ სათნოების შეძენაცა არ არის ადვილი; ღვთისმსახურებაცა მოითხოვს ჩვენგან დიდსა შრომასა და მოთმინებასა; ჭეშმარიტ არს ესე ძმაო, გარნა უკეთუ შრომა და მოთმინება მიუცილებელი არის კაცისათვის ამ სოფელში, არ გირჩ... იხილეთ სრულად
48. ყოველგვარი ბიწიერება აკრძალული ტკბობით მთავრდება, ხოლო ყოველგვარი სათნოება - სულიერი ნუგეშით. როგორც დაგვეუფლება რა პირველი, მიგვიზიდავს მისივე მსგავსისკენ, მეორეს მივყავართ მისი მონათესავისკენ
46. სჯობს ადამიანური შეცოდებები, ვიდრე სატანური. ღვთის სათნო ადამიანი ერთსაც ამარცხებს და მეორესაც
41. აღასრულებ რა სათნოებას, გაიხსენე მთქმელი: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15.5)
მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არის გზა მიმყვანებელი სათნოებისადმი და არა თვით სათნოება; ვინც იმარხავს, მსხვერპლს შესწირავს, წირვა-ლოცვას ისმენს, გარნა შინაგანი სიწმიდე არ მოემატება, სულით და გულით უმჯობესი არ შეიქმნა, ის ემსგავსება... იხილეთ სრულად
192. მართლაც, თუ ყოველგვარი სათნოება სულისა და სხეულის მიერ იქმნება, ღვთის ქმნილება კი სწორედ ეს სული და სხეულია, რომლებისგანაც, როგორც ვთქვი, სათნოება შემყარდება, მაშ როგორღა არ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონებაცთომილნი, როდესაც ამპარ... იხილეთ სრულად
136. სათნოების დაფარვისას ნუ გაამპარტავნდები როგორც სამართლიანობის აღმსრულებელი, რადგან სამართლიანობა არის არა მხოლოდ ის, რომ დაფარო სიკარგე, არამედ აგრეთვე ის, რომ საერთოდ არ იფიქრო რა ჯეროვანზე.
135. თუ გსურს, რომ ღმერთმა დაფაროს შენი შეცოდებანი (შდრ. ფს. 31.1), ნუ გაამჟღავნებ კაცთა წინაშე, თუკი რამ გაქვს სათნოება, რადგან რასაც ჩვენეულ სათნოებათა მიმართ ვმოქმედებთ ჩვენ, იმავეს მოქმედებს ღმერთი ჩვენეულ ცოდვათა მიმართ.
51. როდესაც გონება კეთილმსახურების მიზანს ივიწყებს, მაშინ სათნოების გარეგნული მოქმედებაც უსარგებლო ხდება.