შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთასა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - ს...
იხილეთ სრულად
შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთასა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარ-გვიყვიეს და არღა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი... ჯერ არს წოდებული იგი მწ...
რაში გჭირდება შენ, მართლმადიდებელო ქრისტიანო, ცოდნა ცრუ მოძღვრებათა ან კიდევ მეგობრობა სექტანტებთან? იოანე ოქროპირი ამბობს: „თუ ცხონება გინდა, იყავი ეკლესიაში და იგი არ დაუთმობს შენს თავს ბოროტს. ეკლესია ზღუდეა და თუ შენ ამ ზღუდის...
იხილეთ სრულად
რაში გჭირდება შენ, მართლმადიდებელო ქრისტიანო, ცოდნა ცრუ მოძღვრებათა ან კიდევ მეგობრობა სექტანტებთან? იოანე ოქროპირი ამბობს: „თუ ცხონება გინდა, იყავი ეკლესიაში და იგი არ დაუთმობს შენს თავს ბოროტს. ეკლესია ზღუდეა და თუ შენ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ წარგიტაცებს. თუკი გამოხვალ გარეთ, მხეცის ლუკმა გახდები. ნუ განუდგები ეკლესიას, ამქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია, ის არის შენი სასოება, მასშია შენი ბედნიერება“.
საყდარი არის მანუგეშებელი კაცისა ყოველთა შინა მისთა მწუხარებათა; საყდარი არის განმაღვიძებელი კაცისა ყოვლისა კეთილისა საქმისათვის; საყდარი არის განმანათლებელი კაცისა ყოველთა შინა სულიერთა ნივთთა და საქმეთა; საყდარი არის სულიერი გამ...
იხილეთ სრულად
საყდარი არის მანუგეშებელი კაცისა ყოველთა შინა მისთა მწუხარებათა; საყდარი არის განმაღვიძებელი კაცისა ყოვლისა კეთილისა საქმისათვის; საყდარი არის განმანათლებელი კაცისა ყოველთა შინა სულიერთა ნივთთა და საქმეთა; საყდარი არის სულიერი გამზრდელი კაცისა და შემაერთებელი კაცთა. სოფელი გაჰყოფს კაცთა, გააშორებს მოყვასთა მოყვასისაგან, ეკლესია შეაერთებს ყოველთა, რათა ერთითა ბაგითა და ერთითა გულითა უგალობდნენ და აქებდნენ ერთსა ზეციერსა ყოველთა მამასა და შემოქმედს...
„რამეთუ სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა, უფროს ათასთა მათ“. ერთი დღე საყდარში ანუ საყდრის ეზოში უმჯობესი არის, ვიდრე ათასი დღე სოფელში. რისთვის? მისთვის, რომ საყდარში კაცის გული და სული არის დამშვიდებული და დაწყნარებული, ხოლო სოფე...
იხილეთ სრულად
„რამეთუ სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა, უფროს ათასთა მათ“. ერთი დღე საყდარში ანუ საყდრის ეზოში უმჯობესი არის, ვიდრე ათასი დღე სოფელში. რისთვის? მისთვის, რომ საყდარში კაცის გული და სული არის დამშვიდებული და დაწყნარებული, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი დაღალული, მოწყლული და გატანჯული სოფლის ამაოებითა, შფოთითა, საყდარში განისვენებს, დაივიწყებს ყოველსა სოფლიურსა ზრუნვასა და მწუხარებასა
„ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდნენ შენ“. ნეტარ არს კაცი, რომლისა სული დამკვიდრებული არის საყდარსა შინა, ესე იგი ხშირად დადის საყდარში და როდესაც საყდარში არ არის, მაშინაც კი საყდარშ...
იხილეთ სრულად
„ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდნენ შენ“. ნეტარ არს კაცი, რომლისა სული დამკვიდრებული არის საყდარსა შინა, ესე იგი ხშირად დადის საყდარში და როდესაც საყდარში არ არის, მაშინაც კი საყდარში აქვს სული და გული. ესრეთი კაცი უკუნითი უკუნისამდე აქებს უფალსა, აქებს მისთვის, რომ დიდსა მადლსა მიიღებს ღვთისაგან.
„ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო. სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა“. ესრედ დაიწყებს წინასწარმეტყველი დავით იმ ფსალმუნს, რომელსა შინა აღწერს ეკლესიის მნიშვნელობასა. მიჰხედე, რა სახით აღწერს ს...
იხილეთ სრულად
„ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო. სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა“. ესრედ დაიწყებს წინასწარმეტყველი დავით იმ ფსალმუნს, რომელსა შინა აღწერს ეკლესიის მნიშვნელობასა. მიჰხედე, რა სახით აღწერს სულითა ღვთისათა საყდარსა. რა საყვარელი არის, ღმერთო, საყდარი შენიო. მსურის ფრიად შესვლა საყდარშიო, იმ სახით, რომ სული და გული დამელია, ვიდრემდის შევიდე მას შინაო. დავით იყო წინასწარმეტყველი და მეფე, მაშასადამე – მდიდარი, ...
საყოფელი უფლისა არის სადგომი, ანუ სახლი უფლისა. მართალია, მთელი ცა და ქვეყანა და ყოველი ადგილი არის საყოფელი, ანუ სადგომი უფლისა, გარნა ქვეყანასა ზედა უაღრესად და უმახლობელესად საყოფელი უფლისა არის საყდარი, ანუ ეკლესია. მისთვის, რ...
იხილეთ სრულად
საყოფელი უფლისა არის სადგომი, ანუ სახლი უფლისა. მართალია, მთელი ცა და ქვეყანა და ყოველი ადგილი არის საყოფელი, ანუ სადგომი უფლისა, გარნა ქვეყანასა ზედა უაღრესად და უმახლობელესად საყოფელი უფლისა არის საყდარი, ანუ ეკლესია. მისთვის, რომ ეკლესიაში არის მისი სიტყვა, მისი სწავლა, მისი ხატი; ეკლესიაში შეიწირების მისადმი უსისხლო მსხვერპლი, ლოცვა და გალობა. მოკლედ, ეკლესია არის საკუთარი სადგომი უფლისა.