ავტორი:
წმ. გიორგი მთაწმინდელი (ათონელი)
თემა:
ეკლესია
შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთასა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა
შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთასა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნასწავლნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სვიმონს ვიტყვი კანანელსა - ქუეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარ-გვიყვიეს და არღა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი... ჯერ არს წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თვისსა და ძმასა ანდრეას და რათა თქუენ ჩუენ დაგვემორჩილნეთ!.. იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობა არა იპოვებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთს იკურთხა ეპისკოპოსად.
|