ბუნებრივი, დაცემული სიყვარული აღაგზნებს ადამიანში სისხლს და ნერვებს, აღძრავს ვნებებს. წმინდა სიყვარული კი სისხლს აგრილებს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, შინაგან კაცს ლოცვითი მდუმარებისკენ იწვევს, ათრობს სიმდაბლითა და სულიერი სიტკბო...
იხილეთ სრულად
ბუნებრივი, დაცემული სიყვარული აღაგზნებს ადამიანში სისხლს და ნერვებს, აღძრავს ვნებებს. წმინდა სიყვარული კი სისხლს აგრილებს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, შინაგან კაცს ლოცვითი მდუმარებისკენ იწვევს, ათრობს სიმდაბლითა და სულიერი სიტკბოებით.
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტე...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს.
სიმდაბლე და ღმერთის ერთგულება კლავენ ხორციელ სიყვარულს. მაშასადამე, ეს უკანასკნელი საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენითა და ურწმუნოებით საზრდოობს. გაუკეთე შენს საყვარელ ადამიანებს, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რის უფლებასაც სჯული გაძლევ...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე და ღმერთის ერთგულება კლავენ ხორციელ სიყვარულს. მაშასადამე, ეს უკანასკნელი საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენითა და ურწმუნოებით საზრდოობს. გაუკეთე შენს საყვარელ ადამიანებს, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რის უფლებასაც სჯული გაძლევს, მაგრამ ყოველთვის ღმერთს მიანდე ისინი. მაშინ შენი ბრმა, ხორციელი, ანგარიშმიუცემელი სიყვარული ნელ-ნელ სულიერ, გონივრულ, წმინდა სიყვარულად იქცევა.
„და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?“ (ეს. 66, 2), ამბობს უფალი. შენც ასეთი იყავი სახარებისა და უფლის მიმართ, რომელიც თვითონ არის სახარება.
რაოდენ საოცარი საქმეა?! ყოველივეს მეუფე, რომელსაც ემორჩილება ყველა ცაში და დედამიწაზე, რომელმაც შექმნა ყველა თავისუფალი, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ ემსახურებოდა ადამიანებს და მათთვის მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდა. სიბრძნე, რო...
იხილეთ სრულად
რაოდენ საოცარი საქმეა?! ყოველივეს მეუფე, რომელსაც ემორჩილება ყველა ცაში და დედამიწაზე, რომელმაც შექმნა ყველა თავისუფალი, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ ემსახურებოდა ადამიანებს და მათთვის მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდა. სიბრძნე, რომელმაც მოაწყო ზეცა და მიწა, რომელმაც გაანათლა ადამიანური გონება სხვადასხვა ხელოვნებისა და ხელობის გამოგონებით, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ მძიმე და უხეშ სამუშაოს ასრულებდა. ის სიბრძნე, რომელმაც წარმოუდგენელი ხელოვნებით შექ...
უფალი იშვა გამოქვაბულში და მიაწვინეს პირუტყვის ბაგაზე იმისათვის, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რომ წარმავალმა სიკეთეებმა არ გაგვიტაცოს. უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლ...
იხილეთ სრულად
უფალი იშვა გამოქვაბულში და მიაწვინეს პირუტყვის ბაგაზე იმისათვის, რომ ჩვენთვის ესწავლებინა, რომ წარმავალმა სიკეთეებმა არ გაგვიტაცოს. უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში. უფალი დადიოდა იერუსალიმის ქუჩებში, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა ზეცისკენ მავალი გზა. უფალი ევნო ჯვარზე, რათა გაენადგურებინა ცოდვა. და ეს ყოველივე სრულებით არ აღელვებს ქრისტიანთა სინდისს და თრთოლვას არ იწვევს მ...
გახსოვდეს, რომ უფალს შენი ნებისმიერი ცოდვის მოთმენა შეუძლია, გარდა – ამპარტავნებისა. გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.
ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფე...
იხილეთ სრულად
ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: "ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ. 3, 5). ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: "მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრე...
ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ – სიმდაბლის გარეშე ვერ ვცხონდებით. "უკუეთუ არა მოიქცნეთ და და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფევ...
იხილეთ სრულად
ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ – სიმდაბლის გარეშე ვერ ვცხონდებით. "უკუეთუ არა მოიქცნეთ და და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა" (მთ. 18, 3)
სიხარულით მიიღე რჩევა, რომელსაც სულიწმიდა გაძლევს: "გულით ნუ ამაღლდები" (ტობ. 4,13). ნუ დაუშვებ, რომ ამპარტავნება დაგეუფლოს – არც შინაგანი, შენი გულის სიღრმეში და არც გარეგნული – შენს საქმეებში, ვინაიდან იგი წარმოშობს ყოველივე იმა...
იხილეთ სრულად
სიხარულით მიიღე რჩევა, რომელსაც სულიწმიდა გაძლევს: "გულით ნუ ამაღლდები" (ტობ. 4,13). ნუ დაუშვებ, რომ ამპარტავნება დაგეუფლოს – არც შინაგანი, შენი გულის სიღრმეში და არც გარეგნული – შენს საქმეებში, ვინაიდან იგი წარმოშობს ყოველივე იმას, რაც ბოროტია ამქვეყნად, ვინაიდან "ამპარტავნებაშია დაღუპვა და უდიდესი უწესრიგობა". ამგვარად, დაიმდაბლე თავი და შეძლებ, რომ უკვე აღარ გეშინოდეს დაცემის, რადგან უფალი ყოველთვის შენს გვერდით იქნება.