ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: სიმდაბლე
ნეტარ არს კაცი, ვინც მდაბალ მიწას დაემსგავსა; მიწას, რომელსაც თუმც ყველა თელავს, მაგრამ ყველას მაინც სიყვარულით ტვირთულობს და სათუთად ასაზრდოებს – ვით მზრუნველი დედა, სხეულისათვის რომ ნივთიერება მოუცია ჩვენი შექმნისას. იგი სიხარულით იღებს ყოველივეს, რასაც კი მის ზედაპირზე ვყრით – კარგი ნაყოფიდან ბინძურ ნარეცხამდე; შემდეგ კი ყველაფერ ამას იგი ჩუმად და უდრტვინველად ვიტამინებად გადაამუშავებს და ნაყოფთან ერთად, განურჩევლად კეთილისა და ბოროტისა, ყველას უხვად უწილადებს.
უძლიერესი ქვეყნიერებაზე თურმე მდაბალი ყოფილა – ის თვითონაც იმარჯვებს და თავისი მსუბუქი სინდისის მეშვეობით სხვათა უამრავ სიმძიმესაც ეზიდება. მართალია, სხვების შეცოდებებისათვის – რომლებსაც იგი სიყვარულით ითავისებს – სხვათა უგულისხმოებასა და უსამართლობას განიცდის, მაგრამ შინაგანად უდიდესი სიხარულის შეგრძნება აქვს, რამეთუ შეძლო ამაო წუთისოფელი უგულებელყო. შემცოდებელი კაცისათვის ყველა ლანცეტს შორის საუკეთესოა შეურაცხყოფა, უსამართლობა და მისთანები, რადგან მათი საშუალებით ძველი წყლულები განიწმინდება; ხოლო უბრალოებისათვის ისინი ჯალათის ნაჯახს წარმოადგენენ და ვინც ქრისტეს სიყვარულის გამო მათ სიხარულით დაითმენს, მოწამეებად შეიძლება ჩაითვალონ.
ზრდასრული ადამიანები როცა შეუაცხყოფებსა და მკაცრ შენიშვნებს უკადრისობენ და არ სურთ განიკურნონ, ან ჯილდო მიიღონ (უდანაშაულობის შემთხვევაში), პატარა ბავშვებს ემსგავსებიან, რომლებსაც ნემსების ეშინიათ და ექიმების დაჯერება არ სურთ (ნემსი რომ არ უჩხვლიტონ) და ამიტომ ყოველთვის სიცხისა და ხველებისაგან იტანჯებიან.
მეტი მადლიერი უნდა ვიყოთ იმათი, ვინც ნემსი გვიჩხვლიტა და რომელთა წყალობითაც ჩვენი სულიდან ხიწვები გამოვიდა, ვიდრე იმათი, ვინც უსასყიდლოდ ჩვენი ყანა გადაბარა და მიწაში ჩაფლული ჩვენთვის უცნობი, მაგრამ ჩვენი კუთვნილი განძი დაგვანახა.
არაფერი სარგებელია, თუ ადამიანი აუარებელი მუხლდრეკით მუხლის თავებს იბეგვავს და ამავე დროს სიმდაბლის მეშვეობით (შინაგანი მუხლდრეკით) თავისთავს თავსაბანს (აქ სიტყვათა თამაშია. ბერი პაისი იყენებს იდიომატურ გამოთქმას "ცხვირპირის დაბეგვა", რაც ნიშნავს "თავსაბანის მოწყობას".) არ უმზადებს. იმას, ვინც ღმერთისგან სიმდაბლეს ითხოვს, მაგრამ კაცს არ იწყნარებს, რომელსაც მას ღმერთი სიმდაბლის მოსაპოვებლად უგზავნის, არ სცოდნია, რას ითხოვს; რადგან სათნოებები კი არ იყიდება, მსგავსად მაღაზიაში ფართო მოხმარების საქონლისა (წონით, რამდენიც გვინდა), არამედ ამისთვის ღმერთი თავად გვიგზავნის ადამიანებს ჩვენსავე გამოსაცდელად, რათა გავისარჯოთ, სიმდაბლე შევიმოსოთ და გვირგვინი მოვიპოვოთ.
ვინც სიმდაბლით იდრიკება და სხვებისაგან დარტყმებს ითმენს, იგი სიმსუქნისაგან იზღვევს თავს, სულიერ სილამაზეს აღწევს, როგორც ანგელოზებს გააჩნიათ, და სამოთხის იწრო კარიბჭეში შედის.
ნეტარია კაცი, ვინც სიმსუქნეს დააღწია თავი, უფლის იწრო გზას შედგომია და თან სხვისი მათარაც მიაქვს (ცილისწამებები და ა. შ.), და სხვებს საშუალებას აძლევს ცილისწამების მეშვეობით მისთვის გვირგვინი დაწნას, რადგან ასეთნაირად იგი სიმდაბლით მოსილ სიბრძნეს ავლენს, რომელიც არა იმაზე დარდობს, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, არამედ – რას იტყვის ღმერთი განკითხვის დღეს.
ვინც ცილისმწამებელთან ან უგუნურთან საუბრობს და მასთან ურთიერთგაგებას ცდილობს, თავისთავად ამჟღავნებს, რომ მასშიაც ყველაფერი რიგზე ვერ არის, რადგან ავზნიანი კაცი უგუნურზე უარესია, რამეთუ მისი გონება ბოროტებითა და ეგოიზმითაა დაბნელებული.
ვისაც სიმდაბლე აქვს, მას ამასთანავე სიკეთე და საღვთო განათლება გააჩნია და მთელი თავისი სულიერი გზის მანძილზე მზაკვრის წინააღმდეგობები ვეღარ აბრკოლებენ.
უმეტეს საცდურებს ჩვენ თვითონვე ვუქმნით საკუთარ თავს, როცა სხვებთან ურთიერთობისას საკუთარ "მეს" წარმოვაჩენთ, ანუ საკუთარი თავის ამაღლებას ვცდილობთ. არავინ ადის ზეცაზე მიწიერი ამაღლების გზით, არამედ – სულიერი დამდაბლებით. ვინც დაბლა დადის, ის ყოველთვის უსაფრთხოებაშია და არასდროს ეცემა.
ვინც რჩევის გარეშე მოძრაობს სულიერ გზაზე, მას გზა ებნევა, უაღრესად იბნევა და უკან რჩება. თუ იგი არ დამდაბლდა და გამოკითხვა არ დაიწყო, თუნდაც დაგვიანებით, მაშინ საეჭვოა საწადელ მიზანს მიაღწიოს. ხოლო ვინც რჩევა-დარიგებას ეძიებს და მდაბლდება, უსაფრთხოდ, მსუბუქად დადის. მას ღვთის მადლი იფარავს და ანათლებს.
ვინც ყველაფერს უბრალოდ, კეთილი ზრახვებით აკეთებს და ყველა თავის განზრახვას სულიერ მამას უზიარებს, ამასთანავე უაღრესად სიმდაბლემოსილი დარწმუნებულია იმაში, რომ კარგი არაფერი გააჩნია – თუმც კი დიდი მოშურნეობით მოსაგრეობს – თავის თავში უდიდეს სულიერ საგანძურს იმარხავს, რომლის შესახებაც არც თვითონ იცის და არც სხვებმა; ამიტომაც მისგან არ იფლანგება, და სხვებისგან არ წარიტაცება.
ვინც თავმდაბალი და მგრძნობიარე ადამიანის წინაშე თავს დაიმდაბლებს, დიდ სარგებელს მიიღებს. ხოლო თუ ისეთი ადამიანის წინაშე დამდაბლდები, ვინც არ იცის, თუ რა არის სიმდაბლე, რჩევას კითხავ მას, ან შენს ნაკლოვანებებს მოუყვები, ამით მას კიდევ უფრო ამპარტავანსა და თავხედს გახდი.
კაცი, რომელსაც არც სიმდაბლე გააჩნია და არც კეთილი ზრახვები, სავსეა ეჭვებითა და გაურკვეველი კითხვებით, და რადგან ამის გამო ყოველთვის გულდამძიმებულია, მას თავიდან დიდად დამთმენი სულიერი მოძღვარი ესაჭიროება, რომელიც მუდმივად აუხსნის მას, სანამ მისი გონება და გული იმდენად არ განიწმინდება, რომ ის უკვე თვითონვე შეძლებდეს ყველაფრის ნათლად დანახვას.
მდაბალი და კეთილი ადამიანი, რომელსაც სისუფთავე, შინაგანი და გარეგანი სიმშვიდე გააჩნია, სულიერი სიღრმის მფლობელიცაა: იგი ღრმად სწვდება ღვთაებრივ აზრებს და ცხოვრობს საღვთო საიდუმლოებებით, უდიდეს სარგებელს იღებს, მისი რწმენა კი – კიდევ უფრო იმატებს.
ამპარტავანი კი, არა მხოლოდ გონებადაბნელებულია, არამედ შინაგანად და გარეგანადაც მუდმივად შფოთავს. ამას გარდა იგი თავისი ეგოისტური აზრების სიმჩატის გამო ყოველთვის განსახილველი საგნების ზედაპირზე ჩერდება, რადგან არ ძალუძს, რომ სიღრმეებს ჩასწვდეს – სადაც საღვთო მარგალიტებია დავანებული – და სულიერი სიმდიდრე მოიპოვოს.