თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
უფლის გასაოცარი თავმდაბლობა შეგვიძლია დავინახოთ მცნებაში სიყვარულის შესახებ. უფალმა გვიბრძანა მისი სიყვარული ისე, თითქოს მას ესაჭიროება ჩვენი სიყვარული. ჩვენ კი იმდენად უგრძნობნი ვრჩებით, რომ ვერც კი ვამჩნევთ მის მადლმოსილებას.
როცა წმინდა ანტონი დიდმა ჩვენებაში იხილა კაცთა საცდუნებლად დაგებული ეშმაკის მახენი, აღმოთქვა: განა შეუძლია ვინმეს თავი დააღწიოს მას? პასუხად მოესმა: მხოლოდ თავმდაბალთ.
თავმდაბლობა არის კიდევ ერთი უმთავრესი თვისება პიროვნებისა, იგი, ერთი მხრივ, იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისაგან, ხოლო მეორე მხრივ, უნარჩუნებს მას ინდივიდუალიზმს, მეობასა და ღირსებას, რათა არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევ... იხილეთ სრულად
ღმერთს ყველაზე მეტად ამპარტავანი არ მოსწონს და ყველაზე მეტად თავმდაბლობას აფასებს. ამიტომაც, შინაგანი თვითკმაყოფილების გაჩენისთანავე (რაც ამპარტავნების უპირველესი ნიშანია) მსწრაფლ წვრთნის მას, ვინც უყვარს.
სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა უპირველესი თვისებებია ქრისტიანისა. ამ სათნოებათა მატარებელნი სიკეთითა და ღვთიური მადლით მოსილი უბრალოებით გამოირჩევიან.
მოვიდა იგი ჩვენთან მორჩილი და დამდაბლებული. სასახლესა და სამეფო პატივს გამოქვაბული არჩია და ბაგასა შინა მწოლად წარუდგა სოფელს. დიახ, მან პირველი წუთებიდანვე ყველას უჩვენა მაგალითი საოცარი თავმდაბლობისა და ამ სათნოებისკენ მოუწოდა თ... იხილეთ სრულად
წმიდაო მამაო, აბბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვნებებს "სიმდაბლით ვამარცხებთ და არა - ამპარტავნებით". ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!
ნუ მოიხიბლები შინაგანი სიტკბოებით: ჯვრის გარეშე ის არამდგრადი და სახიფათოა. ყველა ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ამ აზრის გარეშე ვინმემ სასწაულიც რომ მოიმოქმედოს, შორსაა ღვთისაგან.
თუ ვინმე საკუთარ თავს აიძულებს მადლმოსილი ლოცვის მოსაპოვებლად, მაგრამ თავის დამდაბლების, სიყვარულის და სხვა საუფლო მცნებების დასაცავად თავს არ შეიწუხებსმაშინ, შესაძლოა, იშვიათად მიეცეს მადლმოსილი ლოცვა, მაგრამ ზნეობით ის ისეთივე დ... იხილეთ სრულად
დაუკვირდით საკუთარ თავს. ერთ რამეს გეტყვით, უფრო სწორედ, გავიმეორებ უკვე ნათქვამს: წარმატება სულიერ ცხოვრებაში განისაზღვრება საკუთარი უსარგებლობის სულ უფრო და უფრო ღრმა განნობიერებით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ასე რომ, როგორც... იხილეთ სრულად