წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ძალადობით, ხელოვნებით (ხელოვნურად) გამხიარულება ღვინის შემწეობითა ერთობ ცუდია. პირველად მისთვის, რომ კაცის სიმრთელეს ავნებს, მეტადრე თუ ხშირად განიმეორე; მეორედ, მისთვის, რომ მოკლეა, მალე გათავდება ღვინისგან მიღებული მხიარულება და მერმე უარეს მწუხრებაში ჩააგდებს კაცს. მთვრალი კაცი რომ გამოიფხიზლებს, თავი სტკივა. სინიდისი აწუხებს, მეტადრე თუ სიმთვრალეში რამე სულელობა ჩაიდინა. ძალადობით, ხელოვნებით (ხელოვნურად)

არა თუ იმ უკიდრეს ზომამდე არ მიხვიდე ღვინის სმაში, რომ სრულიად ჭკუა და გონება დაჰკარგო და აღარ იცოდე რას სჩადიხარ, არამედ მომეტებული, ესე იგი, რაც საჭირო არ არის, იმაზე მეტი ღვინო არ დაჰლიო. „ნუ დასთვრები ღვინითა, რომელსა შინა არს ბილწება“, – იტყვის წმიდა მოციქული პავლე. ესე იგი, მომეტებულ ღვინოს ნუ დაჰლევ, ნუ შეღვინიანდებით. უგრძნობლად დამთვრალი პირუტყვზედ უარესი არის. მასზედ აღარც კი ღირს ლაპარაკი. მე შენ იმას შეგაგონებ, მომეტებულიც აღარ დაჰლიო, ღვინით არ გაახურო სისხლი; ესეც ბილეწება არის და ბილწებაში ჩაგაგდებს. არა თუ იმ უკიდრეს ზომამდე არ მიხვიდე ღვინის

ნუ აავსებ ღვინითა მუცელს, თორემ მისი ორთქლი მუცლიდან თავში აგივარდება, ტვინს დაგიბნელებს, ჭკუას ჩამოგართმევს, ეშმაკის ხელში ჩაგაგდებს და მტრის სათამაშოდ გაგხდის. ნუ აავსებ ღვინითა მუცელს, თორემ მისი ორთქლი

ზომიერი ხმარება ღვინისა, სიმრთელეა კაცისათვის. არც ღმერთი აღგვიკრძაავს. უზომო ხმარება თავის თავად ცოდვაა და სხვა ცოდვის მიმზიდველი. ზომიერი ხმარება ღვინისა, სიმრთელეა

იმ ზომად ვიქმნებით ჩვენ ჭეშმარიტნი ქრისტიანენი, რა ზომად იესო ქრისტე ჩვენს გულში გამოიხატება და გაცოცხლდება. მთელი იესო ქრისტეს ცხოვრება, შობიდგან ამაღლებამდინ, ყოველი ქრისტიანი კაცის გულში უნდა განმეორდეს და შესრულდეს. პირველად, იესო ქრისტე შენს გულშიც უნდა დაიბადოს, ანუ იშვას ძმაო. მეორედ, იესო ქრისტე შენს გულში უნდა გაიზარდოს, ჰასაკში მოვიდეს. მესამედ, იესო ქრისტემ უნდა იწყოს შენს გულში ლაპარაკი, ქადაგება, დარიგება. მერმე ნიშები და სასწაულები უნდა აღასრულოს მაცხოვარმა თვით კაცის გულში. ამისა მერმედ იესო ქრისტემ კიდეც უნდა ივნოს, ჯვარს ეცვას და მკვდრეთით აღსდგეს შენს გულში. საღმრთო წერილში არის თქმული: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს – ქრისტე შეგვიმოსიეს“. თვით პავლე მოციქული იტყვის თავის თავზე: „ცხოველ ვარ არა მე, არამედ იესო ქრისტე ჩემ შორის ცხოველ არს“. თვით იგივე იტყვის: ქრისტესთანა უნდა ჯვარს ვეცვნეთ, რათა იმასთანა აღვსდგეთ. ერთი სიტყვით, საღმრთო წერიილ ნამდვილად მოითხოვს ჩვენგან, რომ ქრისტე იესოს ცხოვრება განახლდეს და განმეორდეს ჩვენ შორის. მხოლოდ ორი არის გარემოება იესო ქრისტეს ცხვორებისა, რომელიც ვერ განახლდება ახლავე კაცის ცხოვრებაში: პირველი მკვდრეთით აღდგომა და მეორე ზეცას ამაღლება. გარნა ეს ორი იქნება ჯილდო და გვირგივნი მათთვის, რომელთა სხვანი ყოველნი სახენი და მაგალითნი იესო ქრისტეს ცხოვრებისა განიმეორეს და განაახლეს თვის გულში იმ ზომად ვიქმნებით ჩვენ ჭეშმარიტნი

როდესაც კაცი სიმართლისთვის, კეთილი საქმისთვის მიიღებს ვნებას, ითმენს უსამართლობას, მეტადრე, როდესაც სათნოებისთვის და წმიდა ცხოვრებისთვის კაცი აიწროებს, სტანჯავს თავის ხორცს და ვნებასა და ცოდვასა მის შორის მყოფს, მაშინ იგი ივნებს და ჯვარს ეცმის იესო ქრისტეს თანა. როდესაც კაცი სიმართლისთვის, კეთილი საქმისთვის

ნიშები და სასწაულები უნდა აღასრულოს მაცხოვარმა თვით კაცის გულში. თუ სახარების სიტყვამ ისე იმოქმედა შენს გულში, რომ გაასწორა შენი ჭკუის ცუდი, დაბნელებული აზრი, და ნაცვლად მისა, დანერგა მუნ წმინდა ღვთიური აზრი, ეს იქნება სასწაული, მზგავსი ბრმის თვალის აღხილვისა. როდესაც მაცხოვრის მადლი ცუდსა, გარყვნილსა, გაფუჭებულსა კაცსა მოაქცევს, გასწმენდს, ღვთის მადლს მის გულში გამოაცოცხლებს და აღადგენს, ეს იქნება უდიდესი სასწაული, ვიდრეღა მკვდარის გაცოცხლება. ნიშები და სასწაულები უნდა აღასრულოს

იესო ქრისტემ უნდა იწყოს შენს გულში ლაპარაკი, ქადაგება, დარიგება. სახარების კითხვას როდესაც შენ ერთგულად ყურს უგდებ და თვითონაც კითხულობ, როდესაც სახარების სიტყვებს შენ მიიღებ ისეთის კრძალვით და სასოებით, ვითომც თვით უფალი იესო ქრისტე იდგეს შენს წინაშე და თვისი ბაგითა გელაპარაკებოდეს, მაშინ მაცხოვარს დაუწყია ქადაგება შენთვის და შენს გულში. იესო ქრისტემ უნდა იწყოს შენს გულში ლაპარაკი

იესო ქრისტე შენს გულშიც უნდა დაიბადოს, ანუ იშვას ძმაო. როდესაც შენ მოგნათლეს, მაშინ იესო ქრისტე შენს გულში მართალია დაიბადა, მაგრამ შენ პატარა იყავი და ვერ იგრძნე. ხოლო როდესაც ჰასაკში მოხვალ, ჭკუა გაგეშლება, მაშინ იესო ქრისტე უნდა იცნა და გულით შეიყვარო. ეს იქნება იესო ქრისტეს დაბადება შენს გულში და შენთვის. ვისაც იესო ქრისტე არ უცვნია და არ შეუყვარებია, მისთვის იგი არც კი დაბადებულა ჯერედ, თუ გინდ დიდი ხანია მონათლულიც იყოს. იესო ქრისტე შენს გულშიც უნდა დაიბადოს, ანუ

თუ გონება აქვს კაცს დაბნელებული, გაუნათლებელი ქრისტეს სახარებითა, მისი სჯულითა, თუ გონებასა კაცისასა აქვს წარმართული, კერპთ–მსახურებრივი მიმართულება, მაშინ ყოველი მისი საქმე და ცხოვრება მიიღებს სოფლიურს, ბნელს ფერს. ამისთვის, უმეტესად საჭირო არს ჩვენთვის, რომ გონებასა ჩვენსა და ჭკუასა ყოველთვინ განვაახლებდეთ, განვაცოცხლებდეთ საღმრთო წერილის კითხვითა და საღმრთო საგნებზე ზრახვითა და შესწავლითა. თუ გონება აქვს კაცს დაბნელებული, გაუნათლებელი

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1