მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
ვითარცა მატყლს ბერტყავენ, ტკეპნიან, ვარცხნიან, რეცხავენ და თოვლივით აქათქათებენ, ასევე დამცირების, ძაგების, შეურაცხყოფის დამთმენი მორჩილი განიწმინდება და ვერცხლივით წმინდა, ცეცხლივით მოგიზგიზე და ბრწყინვალე ხდება
187. ვისაც სურს სამომავლო სიმძიმილთა აღხოცვა, მართებს მას, რომ წადიერად დაითმინოს ამჟამინდელნი, რადგან ამ სახით საქმის საქმესთან გონითად თანაშემწყობი (ე. ი. ამჟამინდელ საქმის, ამქვეყნიურ მწუხარებათა დათმენის სამომავლო საქმესთან – ... იხილეთ სრულად
არასოდეს უღალატოთ ღმერთს, სადაც ღმერთი და სიბრძნეა განსაცდელი ყოველთვის დიდია, ბოლომდე მოითმინე და თუ შესძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გაგეღება
155. ჭეშმარიტების მცოდნე და მეუწყე არათუ ნამოქმედართა ხსოვნის გზით, არამედ შემოტევათა დათმენის კვალობაზე არის აღმსარებელი ღვთის წინაშე.
141. გეჰენიის შიში და სასუფევლისადმი ტრფობა გვანიჭებს ჩვენ სამწუხაროთა დათმენის ძალას, თუმცა ეს გვეძლევა არა ჩვენი თავისგან, არამედ მისგან, ვინც უწყის ჩვენეული გულისზრახვები.
137. გიხაროდეს არა მაშინ, როდესაც კარგს გაუკეთებ ვინმეს, რამედ მაშინ, როდესაც ძვირუხსენებლად დაითმენ იმ წინააღმდეგობს, შენს კეთილ საქმეს რომ მოჰყვება, რადგან ისევე როგორც ღამეები მოსდევს დღეებს, ამგვარადვე მოსდევს ბოროტებანი კეთილ... იხილეთ სრულად
48. ადამიანთაგან მიღებული შეურაცხყოფა ტანჯვას განაცდევინებს გულს, თუმცა ვინც დაითმენს, სიწმინდის მიზეზად უხდება მას.