ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნულ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნული მისაგებელია ღვთისადმი, რადგან მას არა ღმერთის, არამედ ფულის იმედი აქვს, ის გახდა მისთვის ღმერთი. ვერცხლისმოყვარის გული ქვასავით მაგრდება, ლოცვა მასში პრაქტიკულად არანაირ კვალს არ ტოვებს, როგორც ფოლადის საჭრეთელი ალმასზ...
ვერცხლისმოყარეობასთან ბრძოლისათვის პირველ საფეხურზე უნდა გვახსოვდეს, რომ სიმდიდრე – არასაიმედო მეგობარია: ის ან სიცოცხლეშივე მიგვატოვებს, ან ჩვენ დავტოვებთ მას სიკვდილის წუთს. მეორე საფეხურზე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი, უხრ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყარეობასთან ბრძოლისათვის პირველ საფეხურზე უნდა გვახსოვდეს, რომ სიმდიდრე – არასაიმედო მეგობარია: ის ან სიცოცხლეშივე მიგვატოვებს, ან ჩვენ დავტოვებთ მას სიკვდილის წუთს. მეორე საფეხურზე კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი, უხრწნელი სიმდიდრე სულიწმიდის მადლია, რომელიც გლახაკს მეფედ აქცევს და ურომლისოდაც მეფე მათხოვრად იქცევა სიკვდილის შემდეგ.
უთმინოება არს უარისყოფა ღმრთისა, ვინაითგან ღმერთი მოთმინებასა გვიბრძანებს, ხოლო უთმინოება დახსნის მცნებათა მისთა. უთმინოება შეიქმს სიძულვილსა მოყვასისასა, რომლისათვის ბრძანებს უფალი: “შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”, ხოლ...
იხილეთ სრულად
უთმინოება არს უარისყოფა ღმრთისა, ვინაითგან ღმერთი მოთმინებასა გვიბრძანებს, ხოლო უთმინოება დახსნის მცნებათა მისთა. უთმინოება შეიქმს სიძულვილსა მოყვასისასა, რომლისათვის ბრძანებს უფალი: “შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”, ხოლო უთმინოება დაჰხსნის ამასაცა.
უთმინოება იქმს ცრუფიცობასა და დღესასწაულთა არა დამარხვასა. უთმინოება შეიქმს არა პატივისცემასა მამადედათა თვისთა. უთმინოება იქმს ბრძოლასა და კაცის კლვასა. უთმინოება განამრავლებს პარვასა და ავაზაკობასა და დაცემასა. უთმინოება აღადგენ...
იხილეთ სრულად
უთმინოება იქმს ცრუფიცობასა და დღესასწაულთა არა დამარხვასა. უთმინოება შეიქმს არა პატივისცემასა მამადედათა თვისთა. უთმინოება იქმს ბრძოლასა და კაცის კლვასა. უთმინოება განამრავლებს პარვასა და ავაზაკობასა და დაცემასა. უთმინოება აღადგენს ლირწებასა, სიძვასა და მრუშობასა. უთმინოება ასწავლის ცილისწამებასა და შურსა და ნდომასა ხვასტაგთა მოყვასთა და მეზობელთათა. უთმინოება ესრეთ ათთავე მცნებათა სჯულისათა დამხსნელ და გარდამავალ ექმნებიან
უთმინოთა კაცთა ლოცვასა არა შეისმენს ღმერთი, ამისათვის, ვინაითგან ყოველთა ცოდვათა აღმაორძინებელ არიან უთმინოთა კაცთა არა მეოხ ექმნებიან, წმიდანი ღმრთისანი, რამეთუ გარდამავალ სჯულისა არიან. უთმინოსა კაცსა არა წარუძღვებიან წმიდანი იგ...
იხილეთ სრულად
უთმინოთა კაცთა ლოცვასა არა შეისმენს ღმერთი, ამისათვის, ვინაითგან ყოველთა ცოდვათა აღმაორძინებელ არიან უთმინოთა კაცთა არა მეოხ ექმნებიან, წმიდანი ღმრთისანი, რამეთუ გარდამავალ სჯულისა არიან. უთმინოსა კაცსა არა წარუძღვებიან წმიდანი იგი მომთმინონი მოწამენი და მამანი მიყვანებად უფლისა თანა, რომელთა მოითმინეს ამის სოფლისა მიერი მათ ზადა მიღებულნი ტანჯვანი, ცეცხლი და მახვილი, ვინაითგან ვერ ჰპოვებენ მაშინ სათნოებისა მცირესა. პეტრე, თავი მოციქულთა, არა გან...
კარგად შეადარა ვიღაცამ ანგარებიანი წყალმანკთან მებრძოლებს. მათ რაც მეტი წყალი აქვთ სხეულში, მით მეტ წყურვილს გრძნობენ, ასევეა ანგარებიანი, რომელსაც ბევრი აქვს და უფრო მეტი უნდა.