სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
მაცხოვარმა ბრძანა მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის შესახებ - რომელიც იცავს და ატარებს ქრისტიანულ რელიგიას - რომ თვით "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მთ. 16. 18). ქრისტეს სიტყვები არ გარდავა, თუნდაც რომ ზეცა და მიწა წარხდეს.
იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესია - ესაა შუქურა, რომლის საძირკველსაც ეხეთქება ტალღები, რომლებიც ხშირად შესამჩნევ ქაფის ფენას ტოვებენ მასზე, თითქოს მათი დარტყმისგან დასანგრევადაა გამზადებული, მაგრამ მის წვერზე ცეცხლი ანთია რომელ... იხილეთ სრულად
იესოს რელიგია ურწმუნოთა მხრიდან ამჟამინდელ შეურაცხყოფებზე იზეიმებს ისე, როგორც თავისი მტრების ძველ მრისხანებაზე იზეიმა. იგი იზეიმებს დღევანდელი ცრუბრძნების კალამზე, როგორც უკვე იზეიმა ქრისტიანთი უძველესი მდევნელების ხმალზე.
"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ... იხილეთ სრულად
ვისაც შიშის, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა ან სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისავის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის, გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აიმაღლოს იმ დროს, როდესაც მის სარწ... იხილეთ სრულად
რწმენა იმისათვის, რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2, 26). და შესაბამისად, მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.
როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება: ასევე ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში.
შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ... იხილეთ სრულად