რატომ არის საიდუმლო ესე დიდი? იმიტომ, რომ ქალწული, რომელიც სულ სახლში ზის და არასოდეს უნახავს საქმრო, პირველი დღიდან ისე ეჩვევა და უყვარდება იგი, როგორც საკუთარი სხეული. ასევე ქმარსაც, რომელსაც მანამდე არც უნახავს და არც დალაპარაკებია თავის საცოლეს, ის ურჩევნია ყველას – მეგობრებს, ნათესავებსა და თვით მშობლებსაც კი. მშობლებიც, თუ რაიმე სხვა შემთხვევისათვის ართმევენ ფულს, დრტვინავენ, შფოთავენ, ჩივიან და სასამართლოს გადასცემენ დამნაშავეს. ახლა კი კა...
სინანული განმაახლებელი არს დაძველებულისა მის კაცისა. სინანული განმწმენდელი არს სულისა. სინანული აღდგომა არს დაცემულისა. აწ უკვე ვიცნათ, ძმანო, თავნი ჩვენნი, განვიცადნეთ წყლულებანი ჩვენნი, რათა წამლისაცა დადებად ვისწრაფოთ. რამეთუ რომელი წყლულებათა თვისთა უმეცარ იყოს, ვითარ ისწრაფოს დადებად წამლისა? მეავალთა ცოდვათა მიერ შებღალულ ვართ. არამედ არა გამოხვებულ ვართ სინანულისაგან, უკეთუ გვენებოს (შესაძლოა), რამეთუ ჯერეთ სავაჭრო ჰსდგას (არის დრო მონანე...
საყვარელნო, არა მოციქულთა ოდენ (მარტო) ამცნებდა ღმერთი ურთიერთარს სიყვარულსა, არამედ ყოველთა, რომელთა ეგულებოდა სიტყვითა მათითა რწმუნება მისა მიმართ. და არა რაი სხვა დააბრკოლებს წარმართთა ჩვენდა მომართ, გარნა ესე, რომელ სიყვარული არა გვაქვს ურიერთარს. ხოლო მოციქულნი ძლიერად იყვარებოდენ ურთიერთარს, ვითარცა იგი იხილეთ პეტრე და იოანე - ვითარ იყვნენ. და კვალად პავლე, ვითარ იყო მათდა მიმართ სიყვარულითა, რომელთა იგი ყოველივე სათნოება აქუნდა, არამცა უფრ...
საყვარელნო! არს უკანასკნელად აღმოფშვინადმდე მოწყალებაი ღვთისა სათნო მყოფელი, და შემდგომად სიკვდილისაცა. გარნა არა ეგრეთ, ვითარცა ცოცხალ-ყოფისა, არამედ უკეთუ ჭეშმარიტად ჰქმნე რომლითამე სახითა, მუნვე აღუწერიეს ქრისტეს, "მიეც მას ნაწილი მონაგებთაგან შენთა". უკეთუ არა გამოზარდე ცოცხალმან მშიერი, მაშა განსვლასა შენსა ჰყავ ესე. ოდეს არღარა უფალ საქონლისა შენისა ხარ, სთქვი და მიეც ქრისტესა ნაწილი რაიმე მაშინ და დახსენ ვნებანი უწყალოებისა შენისა და მით ...
საყვარელნო ძმანო! ვისწრაფოთ ყოველთა, რათა მადლი სულისა წმიდისა იყოს ჩვენთანა და მღვდელთა დიდითა პატივითა პატივ ვჰსცემდეთ. რამეთუ დიდ არს პატივი მღვდელთა და მათ აქვს მადლი სულისა წმიდისა, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: "დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა". რამეთუ შენ ზრუნავ თავისა შენისა და, უკეთუ საქმენი შენნი ჰქმნე კეთილად, სხვათათვის არა რა ზრუნვა გაქვს. ხოლო მღვდელი, დაღაცათუ თვით სათნო იყოს და შენსა ცხოვრებასა არა კეთილად განაგებდეს, უკეთ...
ისმინეთ, საყვარელნო, მაცხოვრისა, ვითარმედ: "არავის ძალუძს მსახურებად ღვთისა და მამონასა, არამედ ერთისა უხმს შეყვარებაი და მეორისა მოძულება". და რომელნიცა მძლე ექმნნენ ვეცხლის-მოყვარებასა, მათცა შეიყვარეს ღმერთი, ვითარცა ჯერ არს, ხოლო რომელნი იძლივნეს მის მიერ, იგინიცა დაეცნეს. და რამეთუ ვეცხლის-მოყვარებისა მიერ ძლეული ადრე იძლევის ყოველთაგან ვნებათა, განმარისხებელთა ღვთისათა, ვინათგან მონა არს ყოვლისა ბოროტის-მოყვარისა, არამედ განიფრთხვეთ და აღს...
საყვარელნო, რაჟამს გესმას, ვითარმედ მეუფე ყოველთა შეკრული განისჯებოდა, ნურა რად შეგირაცხიეს სოფლისა ამის საქმენი! უკეთუ ქრისტემან ესოდენნი ვნებანი თავს იდვა და მოითმინა შენთვის და შენ სიტყვაცა არა თავს იდვა მისთვის და მოითმინო სიხარულით? არამედ ქრისტე თავს იდებს ნერწყვასა, და შენ იმკობი სამოსლითა შვენიერითა და ბეჭდითა აბრწყინვებ კეთილთა შენთა? ქრისტე იყვედრებოდა და იგინებოდა და იცემებოდა, ხოლო შენ მცირედსა ჭირსა არა თავს-იდებ? არამედ ეძიებ პატივ...
საყვარელნო ძმანო ჩემნო! შევიკდიმოთ სიყვარულისა მისგან ღვთისა და დიდისა მის კაცთმოყვარებისა მისისა! რამეთუ მან სახიერმან მხოლოდ შობილსა ძესა თვისსა არა ჰრიდა ჩვენთვის, ხოლო ჩვენ საფასეთა ვშურობთ მისთვის და უფროსად თავთა ჩვენთათვის. არა ფრიადისა სასჯელისა ღირს ვართა? რამეთუ უკეთუ კაცმან, ვინ ჩვენთვის შრომაი და ჭირი თავს იდვას, ჩვენცა გვიხმს მისთვის დავსდებაი ჭირისა, და ყოველი ჩვენი მისა მინიჭებად არა გვშურს? ხოლო ქრისტეს მიმართ ამასცა არა ვიქმთ, რ...
საყვარელნო! ვიქმოდეთ საქმეთა კეთილთა და ვადიდებდეთ ძესა ღვთისასა მხოლოდ შობილსა, არა ოდენ მართლ აღსარებისა დიდებითა, არამედ საქმეთაცა მიერ კეთილთა. რამეთუ მართლ მორწმუნოება ოდენ, თვინიერ საქმეა კეთილთა, არა რად სარგებელ არს. რამეთუ, უკეთუ შენ ურია გეწოდების და განისვენებ სჯულსა ზედა, და იქადი ღვთისა მიერ, აწ უკვე რომელი ეგე ასწავებ სხვასა, თავსა შენსა არა ასწავებაა?! რომელი ეგე, სჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა სჯულისათა ღმერთსა შეურაცხ ჰყოფ.აწ უკ...