ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
როგორც ადამიანისათვის ადვილია არსებული საგნების დასახელება, ასევე ადვილი იყო ღმერთისთვის არარსებულის არსებულად გადაქცევა
თუ გსურს, ყოველი შენი საქმე კეთილად წარმართო, წარმოიდგინე, რომ ღმერთი მუდამ გიმზერს
თუ შენივე მსგავსი ცოდვილებისა გრცხვენია, რომ მათ ცოდვის ჩადენისას არ გნახონ, რაოდენ მეტად უნდა გეშინოდეს უფლისა, რომელიც სრულყოფილად ჭვრეტს შენი გულის დაფარულ ზრახვებს
თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ უფალი ხედავს ყოველივე იმას, რასაც სულითა და სხეულით იქმ, არაფერში შესცოდავ
ყოველი საქმის ქმნისას გონებაში გქონდეს, რომ ღმერთს ყოველი შენი გულისთქმა ესმის და არასდროს შესცოდავ.