წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ ყველას გვჭირდება წყალობა, მაგრამ ყველანი არ ვიმსახურებთ მას, ვინაიდან ის, თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თავად ბრძანა უფალმა: „შევიწყალებ ვინც შესაწყალებელია და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია“ (გამოსვ. 33, 19).
წმიდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისათვის და ცხოვნებისათვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვეტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველ... იხილეთ სრულად
ჩვენი მოვალეობაა, მთელი ცხოვრება ისე გავატაროთ, რომ როდესაც ამ ცხოვრებიდან გაგვიხმობენ, დაუყოვნებლივ ვთქვათ: „ჩემი გული მზად არის“.
რა არის მიწიერი სიამოვნებებით ტკბობა მომავალ ნეტარ მდგომარეობასთან შედარებით, თუ არა ერთი ღამის სიზმარი მთელ ცხოვრებასთან შედარებით. განა უგუნური არ იქნეობოდა ადამიანი, რომელიც არაფრის გამო, მხოლოდ იმისათვის, რომ სასიამოვნო სიზმარ... იხილეთ სრულად
არც მამის გეშინია, არც მასწავლებლის, არც უფროსის, არც კანონის დამცველისა და არც მსაჯულის? არ გრცხვენია მეგობრის? ვერც სინდისი გამოგასწორებს? სწორედ ამ დროს მოდის ხორციელი ავადმყოფობა და არცთუ იშვიათად ყველაფერს ასწორებს.
მემრუშე, მეძავი ან ცოდვის მსახური, თუნდაც მალავდეს ამას, ცხოვრებაში შვებას ვერ იპოვის. მისი ძილი არაა ტკბილი, ჭამის დროს სიამოვნებას ვერ გრძნობს, იგი შიშებით ივსება, რომელთაგან გათავისუფლება მეგობრების მონახულებით და რაიმე სხვა სა... იხილეთ სრულად