ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

მშობელი უნდა იყოს შრომაში, საქმიანობაში, ოჯახთან ურთიერთობაში გამარჯვებული, რომ ასეთი გამარჯვებულის განცდა მიანიჭოს ბავშვს მშობელი უნდა იყოს შრომაში, საქმიანობაში

image
image თემა: შრომა,  აღზრდა
ავტორი: შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი არა გვაქვს, ათასი ნიჭიც რომ გვქონდეს, არაფერი გამოვა. ნიჭი ჩახმება შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი

როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცხოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანი იმდენად ეფლობა ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ ავიწყდება მარადიული ღირებულებები, თავისი უკვდავი სული, ავიწყდება, რომ იგი წუთისოფლის სტუმარია და მარადიული ცხოვრებისათვის არას არგებს მხოლოდ სიმდიდრის შეძენასა და მის დაგროვებაზე ზრუნვა, ამიტომაც აუცილებელია პიროვნების ჰარმონიული განვითარება, მისი სულიერი და ფიზიკური სრულყოფისათვის ზრუნვა. როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე

image
image თემა: შრომა
ავტორი: ილია II

რაც უფრო იტანჯება კაცი სხვადასხვა ფიზიკური თუ სულიერი გასაჭირით, თანაც ამას შეგნებულად ითმენს და ღმერთს მადლობს, უფალი უთუოდ ვალდებული ხდება ღვთიური ნუგეში მოუვლინოს და სული გაუხალისოს. მაგრამ თუ შრომასა და ტკივილს არ ვიტვირთავთ, ღმერთი ნუგეშსა და მადლს არ გვიბოძებს. რაც უფრო იტანჯება კაცი სხვადასხვა ფიზიკური თუ

ლოცვის დროს საბრალო ადამიანის გონებას ათასგვარი ფიქრი მოიცავს, ლოცვის ნაყოფი რომ მოსტაცოს და მხოლოდ მისი ძვლები, ანუ შრომა და მცდელობა დაუტოვოს მლოცველს. ლოცვის დროს საბრალო ადამიანის გონებას

მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან. მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას.

image
image თემა: ბუნება,  შრომა,  აღზრდა
ავტორი: ილია II

ადამიანის ცხონება დიდ შრომას მოითხოვს, რადგან მაცდურმა ეშმაკმა მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება აამოქმედა ადამიანის გასანადგურებლად. ადამიანის ცხონება დიდ შრომას მოითხოვს, რადგან

ჩვენი წინაპრების განწყობამ რწმენის ერთგულებისა და ქვეყნის დაცვისადმი, შეგვაძლებინა (ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ), არა მარტო ის, რომ ფიზიკურად გადავრჩენილიყავით, არამედ ისიც, რომ თვითმყოფადი ქართული სამყარო შეგვენარჩუნებინა.
ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი დაუღალავი შრომაც იყო. ჩვენი წინაპრების განწყობამ რწმენის

თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღვთის შეწევნით, სისხლისმღვრელ ბრძოლაში ქედმაღლობის მოკვდინებას შევძლებთ. თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი

ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და ღაღადისი იმის გამო, რომ ნაყოფიერი იყო ჩვენი ერისათვის გასული წელი, რომ სიკეთე და აღმავლობა მიუძღოდა წინ ჩვენს შრომასა და შემოქმედებას, რომ სწავლისა და სულიერი სრულყოფის გზით მიაბიჯებდა ჩვენი ქვეყნის ნიჭიერი და სასიქადულო ახალგაზრდობა, რომ ჩვენი ეკლესიებიდან არ წყდებოდა ღაღადისი სახარების კეთილმომთხრობთა. ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა აღვავლინოთ ლოცვა და

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3