ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები

ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

1154. როგორ იმარხავდნენ და განავრცობდნენ საღმრთო გამოცხადებას წმიდა გადმოცემის ან წმიდა წერილის მეშვეობით?
საღმრთო გამოცხადება დასაბამიდან დაიმარხებოდა და განივრცობოდა წმიდა გადმოცემის მეშვეობით, რამეთუ ადამიდან ვიდრე მოსემდე წმიდა წერილის წიგნები არ იწერებოდა, უფალი იესო ქრისტეც ზეპირად ასწავლიდა მოციქულებს. ამგვარად, წმიდა წერილი უფრო გვიან შეიქმნა, ვიდრე წმიდა გარდმოცემა.
საღმრთო გამოცხადება დასაბამიდან დაიმარხებოდა

1153. როგორ დაიმარხვის და განეფინება საღმრთო გამოცხადება წმინდა წერილის მეშვეობით?
იმგვარად, რომ ეკლესია
1. უბრძანებს ღმრთისმსახურების ჟამს წარიკითხებოდეს და განიმარტებოდეს წმინდა წერილი.
2. აღძრავს მორწმუნეთ, რათა წმინდა წერილს კითხულობდნენ შინ.
3. ზრუნავს, რათა წმიდა წერილი ითარგმნოს ყველა ენაზე და განივრცოს ყველა ხალხებს შორის.
იმგვარად, რომ ეკლესია1. უბრძანებს

1152. რას ეწოდება წმინდა წერილი?
წმინდა წერილი ეწოდება წიგნთა კრებულს, რომლებიც დაწერილია წმიდა მამათა მიერ ღმრთის შთაგონებით.
წმინდა წერილი ეწოდება წიგნთა კრებულს

474. როგორ მოგვეცა ორივე აღთქმა?
ორივე აღთქმა თანდათანობით მოგვეცა და არა – ერთბაშად, ერთსა და იმავე დროს, რადგან აუცილებელი იყო გვცოდნოდა ის, რომ კი არ გვაიძულებენ, არამედ გვარწმუნებენ... ჭეშმარიტება თანდათანობითი ცვლილებით განგვეცხადებოდა.
475. რას ქადაგებს თითოეული მათგანი?
ძველი და ახალი აღთქმა ცხადად ქადაგებდა მამა ღმერთს და არა ამგვარივე სიცხადით – ძე ღმერთსაც. ახალმა აღთქმამ ძე ღმერთი განგვიცხადა ყოვლად აშკარად და მითითებანიც მოგვცა სულიწმიდის ღვთაებრიობაზე. და აწ ჩვენთან სულიწმიდა ჰგიებს, გვანიჭებს რა უცხადეს შეცნობას სამობით ერთი ღმერთისა... ამგვარად, ჯერ–იყო სამობრივ ღვთაებრივ ნათელს თანდათანობითი მატებით გაეცისკროვნებინა ადამიანები.
ორივე აღთქმა თანდათანობით მოგვეცა და არა –

396. რას გვეტყვით ისეთი ადამიანის შესახებ, ვინც არ ეთანხმება საღმრთო წერილს?
ვინც ყველაფერში ეთანხმება საღმრთო წერილს, ის – ქრისტიანია, ხოლო ვინც არ ეთანხმება საღმრთო წერილს, ის შორს დამდგარა ჭეშმარიტებისაგან
ვინც ყველაფერში ეთანხმება საღმრთო წერილს, ის

39. რისთვის არის საჭირო საღმრთო წერილის საიდუმლოთა დაფარულობა?
ისინი იმისთვის არიან დაფარულნი, რომ არავისგან იქნენ დაკნინებულნი, შელახულნი და შეურაცხყოფილნი. ამასთან, საღმრთო წერილის საიდუმლონი გამოსაძიებლად და გულისხმისსაყოფელად გვეძლევა, რათა თავს გამოვიწრთობდეთ, ხოლო განგვეცხადებიან და განგვემხილებიან ხოლმე იმისთვის, რათა ამ ჭეშმარიტი საზრდოთი ვსაზრდოობდეთ და ავღორძინდებოდეთ
ისინი იმისთვის არიან დაფარულნი, რომ არავისგან

ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ღვთისა გვყოფს ნეტარად, უკეთუ ვისმენთ და აღვასრულებთ მას. სიტყვა ღვთსა, ანუ საღმრთო წერილი პირველად განანათლებს გონებასა და გულსა კაცისაას და მეორედ გამართავს და შეამკობს მისსა მოქმედებასა ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ღვთისა გვყოფს

112. გარეგანი და გრძნობადი სხეულებრივი ღვწის ხატი ძველი აღთქმაა, ხოლო წმინდა სახარება, რაც არის ახალი აღთქმისა, გულისმიერი ყურადღების ანუ განწმენდილობის ხატია, და ისევე როგორც ძველი აღთქმა ვერ სრულყოფდა, ვერცთუ გულსავსეს ხდიდა შინაგან ადამიანს ღვთისმსახურებაში, რადგან, მოციქულის თქმით, „რჯულმა ვერარა სრულყო“ (ებრ. 7.19), შეაფერხა რა მარტოოდენ უხეში ცოდვები, ვინაიდან მოყვასის თვალისა და კბილთა ამოგდების აკრძალვაზე (იგულისხმება: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“ გამოსვლ. 21.26–27) უმჯობესი, სულის სიწმინდისათვის, ესაა გულიდან ზრახვებისა და უკეთური ფიქრების მოკვეთა, რაც მცნებაა სახარებისა. იგივე ითქმის სხეულებრივი სამართლიანობისა და ასკეზისის შესახებ (ვგულისხმობ მარხვას, თავშეზღუდვას, მიწაზე წოლას, ზედგომას, მღვიძარებას და სხვა მაგვარს, რაც კი სხეულს უკავშირდება და რაც აცხრობს სხეულის ვნებად ნაწილს მოქმედებითი ცოდვისგან). კარგია ესენიც, ისევე როგორც ძველ აღთქმაზე ვთქვი ზემოთ, რადგან ამათ მიერ ხდება ჩვენი გარეგანი ადამიანის აღზრდა და მისი დაცვა მოქმედებითი ვნებებისგან, თუმცა კი არა აქვთ მათ დამცველობა აზრისმიერი ცოდვებისგან და ამ ცოდვათა ამკრძალველობა, – რომ განგვარიდონ ჩვენ, ღვთის შეწევნით, მკვლელობისგან, მრისხანებისგან და სხვა ამგვართაგან. გარეგანი და გრძნობადი სხეულებრივი ღვწის ხატი

შეეცადე, რომ სახარება შეითვისოს შენმა გულმა და გონებამ, ისე, რომ გული და გონება შენი განიფინოს მასში, მაშინ შენი მოქმედებაც უფრო სახარების მიხედვით აეწყობა და ქვეყნიური ცხოვრებაც უფრო დაწყნარებული გექნება.
არასოდეს შეეცადო, ძმაო, სახარების, ან სხვა წიგნების შენით ახსნა-განმარტებას. გახსოვდეს, რომ წმიდა წერილი წმიდა წინასწარმეტყველებისა და მოციქულთა მიერ არა თავიანთი ნებით, არამედ სულიწმიდის ჩაგონებითა და კარნახით (2 პენრ. 1.21) განა არ იქნება დიდი უაზრობა და დიდი უგუნურება ჩვენით მისი ახსნა-განმარტება? სულიწმიდით განმბრძნობილი ადამიანების მიერ ჩაწერილი წმიდა წერილის ახსნა-განმარტება მოხდა ისევ სულიწმიდით წმიდა მამათა მიერ. გახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვაცა და მისი განმარტებაც უდიდესი მადლია სულიწმიდისა. მხოლოდ წმიდა მამათა ახსნილსა და განმარტებულ სიტყვას იწონებს და იღებს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია და მისი ჭეშმარიტი წევრი. ვინც ცდილობს თვითნებურად ახსნას სახარება და წმიდა წერილი, ის ამით უარყოფს სულიწმიდის მიერ წმიდა მამათა პირით განმარტებულს, რითაც უარყოფს თვით საღვთო წერილს. ამიტომ, საყვარელნო, უნდა გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე წმიდა წერილის კითხვისას. ყოველი სიტყვა, ყოველი დარიგება ისე უნდა იქნეს გაგებული, როგორც გვიხსნიან წმიდა მამანი. მაგრამ თუ მაინც გაუგებარია იგი, როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტების მაძიებელი? საჭიროა მან მოიძულოს ცოდვილი ცხოვრება, ქვეყნიური გატაცებანი და მაშინ, როცა განიწმიდება კაცი, უფრო მეტად გაცხადდება მისთვის ჭეშმარიტება სახარებისეული. შეეცადე, რომ სახარება შეითვისოს შენმა გულმა

უძლეველმა ღმერთმა გაუმხილა თავისი ნება უსუსურ არსებას - ადამიანს. წიგნი, რომელშიცაა მიცემული ეს უდიდესი და უწმიდესი ნება ღვთისა, შენს ხელთაა. შენ, ძმაო, შეგიძლია მიიღო და შეგიძლია უარყო ნება შენი შემოქმედისა და მხსნელისა. არჩევანი თვითონ უნდა გააკეთო, შენი მომავალი საუკუნო ცხოვრებაცა და საუკუნო სატანჯველიც შენს ხელთაა. აქედან განსაჯე, როგორი სიფრთხილე და გონიერება გმართებს ამ წიგნთან. უძლეველმა ღმერთმა გაუმხილა თავისი ნება უსუსურ

ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2