სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ჰოი, სიყვარულო, ჭეშმარიტად ნეტარია გული, რომელსაც შენ აღავსებ, რადგან სიყვარულში რას არ იპოვი – სიმდაბლეს, სიხარულს, მოთმინებას, სახიერებას, თანაგრძნობას, შემწყნარებლობას, განათლებას და მრავალ სხვას!
სიმდაბლისა და ნამდვილი სინანულის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება, თუნდაც სხვა ბევრი სათნოება ჰქონდეს.
ნუ იქნებით თავდაჯერებულები. არასოდეს მიიღოთ გულისსიტყვა, რომ კარგები და სათნოებებით შემკულნი ხართ. დაიდანაშაულეთ, განიკითხეთ თავი, რომ მოაკვდინოთ თქვენი „მე“, რომელიც კედელივით ეღობება სიმართლის მზეს - ქრისტეს - და ხელს უშლის მის ... იხილეთ სრულად
მდუმარება, ლოცვა, მორჩილება. როცა, ღვთის შეწევნით, ამ სათნოებებს შეიძენ, შენი სული ქრისტეს ნათელს შეიცნობს.