ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები
ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის, გამონათქვამები
სულო ჩემო, დადუმდი, ილოცე, შეურიგდი, შეიყვარე, ტკივილით იტირე შენს მრავალ ცოდვაზე, რადგან მოვიდა აღსასრული და ჩვენგან დამწუხრებულ ღმერთს მზის ჩასვლისას მაინც გამოვთხოვოთ წყალობა“. სანამ დრო გვაქვს, თავი ვაიძულოთ, რადგან ეს დაგვ... იხილეთ სრულად
დაე, შენმა ლოცვამ ჩემი საწყალობელი სულის სახლი განამტკიცოს. არავითარი სიკეთე არ არსებობს ჩემში. ამიტომ, როცა ამ სოფლის დატოვებას და ზეცისკენ გამგზავრებას ვიხსენებ – ვტირი, რადგან აუცილებელი საგზლის გარეშე ვარ. ვაიმე, რომ ახლა შემი... იხილეთ სრულად
მოძღვარს ან ძმას – მონაზონს ნუ აწყენინებ, რადგან ასეთ დროს სულის სიმშვიდეს მეყსეულად კარგავ, იესოს ლოცვას წყვეტ და გულისსიტყვებით ივსები. კურნება აღსარებაა, ცხარე ცრემლები და შენდობის გულწრფელად თხოვნა.
ვნებები და ცუდი ჩვევები, გულის ნიადაგზე აღმოცენდება. მათი ეკლიანი ფესვები მრავალი შრომით, ოფლითა და ცრემლით ამოიძირკვება, რომ გულის ნიადაგი განიწმინდოს და იქ თესლი – ღვთის სიტყვა – დაითესოს.