საკუთარი თავის უარყოფა - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის უარყოფა, გამონათქვამები
თავის გამტყუნება, უარის ყოფა, ამ სოფლიურის ცხოვრების წარატებისათვისაც არის საჭირო და სასარგებლო. გარნა ქრისტიანულის ცოხვრებისათვის კიდევ სხვანაირი თავის უარისყოფა არის საჭირო, უმაღლესი და უწმინდესი.
თავის უარყოფა, თავის გამტყუნება და თავის დაწუნება არის საჭირო კაცისათვის, არათუ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულებასა შინა, არამედ თვით ყოველთა ამ სოფლის საქმეთა და შრომათა წარმატებისათვის. მას ზედ არის დაფუძნებული წინწასვლა, გაუმჯობე...
იხილეთ სრულად
თავის უარყოფა, თავის გამტყუნება და თავის დაწუნება არის საჭირო კაცისათვის, არათუ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულებასა შინა, არამედ თვით ყოველთა ამ სოფლის საქმეთა და შრომათა წარმატებისათვის. მას ზედ არის დაფუძნებული წინწასვლა, გაუმჯობესობა ყოველს საქმეში, ყოველს შრომაში, არა თუ მხოლოდ კერძო პირისა, არამედ მრთელის საზოგადოებისა, და მრთელისა ქვეყანისა. ყოველმა ჭკვიანმა და გამოცდილმა კაცმა იცის, რომელ უკეთუ ზოგიერთთა კაცთა და ზოგიერთთა საზოგადოებათა აქვთ...
link
რა არის თავის უარისყოფა? იგი არის პირველად თავის დაწუნება, ანუ თავის გამტყუნება. როდესაც კაცი თავის საკუთარი ჭკუით მიიქცევა თავის თავისაკენ, პირუთვნელად გამოიკვლევს თვისსა ხასიათსა, ცხადად დაინახავს თვისსა სიცუდესა და ნაკლულევანებ...
იხილეთ სრულად
რა არის თავის უარისყოფა? იგი არის პირველად თავის დაწუნება, ანუ თავის გამტყუნება. როდესაც კაცი თავის საკუთარი ჭკუით მიიქცევა თავის თავისაკენ, პირუთვნელად გამოიკვლევს თვისსა ხასიათსა, ცხადად დაინახავს თვისსა სიცუდესა და ნაკლულევანებას, მერმე თვითონვე გაამტყუნებს თავის თავსა, თვითონვე მოიძულებს თვისთა ცუდთა ხასიათთა და ჩვეულებათა, და ბოლოს მტკიცედ გარდასწყვეტს თავის გულში მოსპოს იგინი, გაიმართოს თავი თვისი და არასოდეს აღარ აჰყვეს თვისსა ცუდსა ხასიათ...
link
რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8. 34). ესე იგი, რომელსა სურს ქრისტიანობა, ...
იხილეთ სრულად
რა დიდსა და სასარგებლო მცნებასა გვაძლევს ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8. 34). ესე იგი, რომელსა სურს ქრისტიანობა, ანუ ქრისტეს მოწაფედ ყოფნა, მას არ უნდა ჰქონდეს თავის მოყვარება, მან თავი თვისი უნდა გამოიმეტოს და ვიდოდეს შემდგომად ქრისტესა, ქრისტეს ნებას აღასრულებდეს და არა თავის ნებასა.
link
გამოცდილება გვასწავლის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ფესვი ყოველთა სულიერთა ადამიანის ცოდვათა და ნაკლულევანებათა არის მისი უგუნური თავის მოყვარება, ანუ თავის მოწონება; ხოლო წყარო ყოველთა მაღალთა სათნოებათა და დიდთა საქმეთა არის თ...
იხილეთ სრულად
გამოცდილება გვასწავლის ჩვენ, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ფესვი ყოველთა სულიერთა ადამიანის ცოდვათა და ნაკლულევანებათა არის მისი უგუნური თავის მოყვარება, ანუ თავის მოწონება; ხოლო წყარო ყოველთა მაღალთა სათნოებათა და დიდთა საქმეთა არის თავის უარყოფა, ანუ თავის გამომეტება.
link
შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა, მართალი, უბიწო ცხოვრება არის ერთი დიდი, მძიმე და მაღალი საქმე, რომელი მოითხოვს ჩვენგან დიდსა აღუწერელსა მსხვერპლსა, ისრეთსა მსხვერპლსა, რომელსა კაცი ურწმუნო და უსასო არასოდეს არ ინებებს შეწირვად:...
იხილეთ სრულად
შემდგომად ქრისტეს სვლა, ანუ წმიდა, მართალი, უბიწო ცხოვრება არის ერთი დიდი, მძიმე და მაღალი საქმე, რომელი მოითხოვს ჩვენგან დიდსა აღუწერელსა მსხვერპლსა, ისრეთსა მსხვერპლსა, რომელსა კაცი ურწმუნო და უსასო არასოდეს არ ინებებს შეწირვად: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34).
link
იქნება თვით შენც გამოგიცდია ხშირად, ძმაო, რომელ ოდესცა შთავარდნილხარ რომელსამე დიდსა შეცდომასა შინა ანუ ცოდვასა, შენვე მოგწყენია შენი თავი, შენვე გიყვედრებია მისთვის და გირცხვენია. ესრეთი გრძნობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს კაცსა; მას ...
იხილეთ სრულად
იქნება თვით შენც გამოგიცდია ხშირად, ძმაო, რომელ ოდესცა შთავარდნილხარ რომელსამე დიდსა შეცდომასა შინა ანუ ცოდვასა, შენვე მოგწყენია შენი თავი, შენვე გიყვედრებია მისთვის და გირცხვენია. ესრეთი გრძნობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს კაცსა; მას ყოველთვის უნდა სძულდეს თვისი სიცოდვე, სისაწყლე, სიბოროტე; ყოველთვის უნდა ჰქონდეს წინაშე თვალთა თვისი უღირსება და მოიძულოს ყოველი, რაცა არს ბუნებასა მისსა სიცუდე. ეს არის თავის უარისყოფა
link
თუ საჭიროებამ და შემთხვევამ მოითხოვა, შენ უნდა მოიძულო არა თუ ყოველი ამ სოფლის კავშირი, არამედ სულიცა შენი, ესე იგი სიცოცხლე შენი. რისთვის მოითხოვს მაცხოვარი ჩვენგან ესრეთსა შემაძრწუნებელსა თავის უარყოფასა? რისთვის არის საჭირო, რო...
იხილეთ სრულად
თუ საჭიროებამ და შემთხვევამ მოითხოვა, შენ უნდა მოიძულო არა თუ ყოველი ამ სოფლის კავშირი, არამედ სულიცა შენი, ესე იგი სიცოცხლე შენი. რისთვის მოითხოვს მაცხოვარი ჩვენგან ესრეთსა შემაძრწუნებელსა თავის უარყოფასა? რისთვის არის საჭირო, რომ კაცმა არამც თუ თავი უნდა უარყოს, არამედ თითქმის უნდა მოიძულოს სული თვისი? მისთვის ძმაო, რომ ცოდვა და ბოროტება ერთობ ღრმად არის შთანერგული დაცემულსა ბუნებას შინა კაცისასა, ესრეთ რომელ კაცსა ბუნებითსა, ესე იგი არა წარწყმ...
link
ამისათვის ნუ გაგიკვირდება, ძმაო, ოდეს გესმის საღმრთო წერილისაგან არა თუ ეს უბრალო ბრძანება თავის უარისყოფისა, არამედ ამაზედ კიდევ უფიცხელესი სიტყვა: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამა თვისი, და ცოლი და შვილნი, და ძმანი და დ...
იხილეთ სრულად
ამისათვის ნუ გაგიკვირდება, ძმაო, ოდეს გესმის საღმრთო წერილისაგან არა თუ ეს უბრალო ბრძანება თავის უარისყოფისა, არამედ ამაზედ კიდევ უფიცხელესი სიტყვა: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამა თვისი, და ცოლი და შვილნი, და ძმანი და დანი და მერმე კვალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლუკ. 14.23). აჰა, რა ზომადმდე უნდა მიაღწიოს თავის უარისყოფამან.
link
მცირე საქმე მცირესა თავის უარის ყოფასა მოითხოვს, დიდი საქმე დიდსა. და ვინაიდგან შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ქრისტეს სჯულის აღსრულება არის ყოველთა საქმეთა უსაჭიროესი, უდიდესი და უძნელესი. მაშასადამე, არსად არ დასჭირდება კაცს ისრე თ...
იხილეთ სრულად
მცირე საქმე მცირესა თავის უარის ყოფასა მოითხოვს, დიდი საქმე დიდსა. და ვინაიდგან შემდგომად ქრისტეს სვლა ანუ ქრისტეს სჯულის აღსრულება არის ყოველთა საქმეთა უსაჭიროესი, უდიდესი და უძნელესი. მაშასადამე, არსად არ დასჭირდება კაცს ისრე თავის უარისყოფა, ვითარცა ამ საქმეში.
link