ცოდვა-მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ასე გამოთქვეს: "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო" და კიდევ "პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო". ასე რომ, ადამიანი თავისი ქმედებებით, საკუთარ...
იხილეთ სრულად
ცოდვა-მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ასე გამოთქვეს: "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო" და კიდევ "პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო".ასე რომ, ადამიანი თავისი ქმედებებით, საკუთარ თავსაც და თავის შთამომავალთაც უმზადებს ერთგვარ სულიერ საგზალს, - ცუდს ან კარგს. მეცნიერებაში არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომლის მიხედვითაც, დამტკიცებულია, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, არამედ ერთი სახეობიდან მეორ...
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს "კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა". იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდა...
იხილეთ სრულად
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს "კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა". იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდაბალი. ერთ-ერთის საბოლოო გამარჯვება მეორის უცილობელ მოსპობას ნიშნავს, რადგან "ღმრთისმსახურებისა დამტკიცებაჲ სიკუდილი არს კერპთმსახურებისაჲ, ეგრეთვე სიმართლისა მიერ მოიკვლის უსამართლობაჲ"... და ა.შ.
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მი...
იხილეთ სრულად
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მიიღწევა.
ყოველგვარი ცოდვა, თუნდაც მცირე, თვალში მოხვედრილი მტვრის მსგავსად ბინდავს, აძნელებს ჩვენი სულიერი გულის მხედველობას და გვაშორებს უფალს, რადგან უმნიშვნელო ცოდვაც კი ღვთისგან განდგომაა, მისი ნების უარყოფაა.
გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი,...
იხილეთ სრულად
გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი, რითაც თითოეული ჩვენგანი არის დაჯილდოებული. მშვენივრად ამბობს ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი: "მხოლოდ საკუთარი თავისგან განთავისუფლებულმა ადამიანმა შეიძლება დაიბრუნოს თავისი თავი". უნდა როგორმე მოვიხსნათ ჩვენი ამპარტავნები...