ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: "სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთ...
იხილეთ სრულად
ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: "სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთელი სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი აქ დარჩება, მიჯნის აქეთ, რომ მარტო თავის საქმეებს წაიღებს თან, რომელთაც მოჰკითხავენ, განსჯიან და კუთვნილს მიუზღავენ.
"ვერცხლის მოყუარება თაყუანისცემა არს კერპთა, და ასული არს ურწმუნოებისა, წინასწარმეტყუელ არს უძლურებისა, ცრუ მოშიში არს სიბერისაგან, მაუწყებელ არს სიყმილისა... დედა არს ყოველთა ბოროტთა... გარნა რომელმან მოიგო სიყუარული, მან განაბნი...
იხილეთ სრულად
"ვერცხლის მოყუარება თაყუანისცემა არს კერპთა, და ასული არს ურწმუნოებისა, წინასწარმეტყუელ არს უძლურებისა, ცრუ მოშიში არს სიბერისაგან, მაუწყებელ არს სიყმილისა... დედა არს ყოველთა ბოროტთა... გარნა რომელმან მოიგო სიყუარული, მან განაბნინა საფასენი" (იოანე კიბისაღმწერელი).
წმიდა იოანეს ჰქონდა უნარი ძუნწებიც და ვერცხლისმოყვარეებიც კი აღეძრა მოწყალების გასაცემად. ერთ–ერთ ეპისკოპოსს, სახელად ტროილეს, რომელიც ერთობ ძუნწი და ვერცხლისმოყვარე იყო, იოანემ სთხოვა წაჰყოლოდა საავადმყოფოში ხეიბართა და სნეულთა მ...
იხილეთ სრულად
წმიდა იოანეს ჰქონდა უნარი ძუნწებიც და ვერცხლისმოყვარეებიც კი აღეძრა მოწყალების გასაცემად. ერთ–ერთ ეპისკოპოსს, სახელად ტროილეს, რომელიც ერთობ ძუნწი და ვერცხლისმოყვარე იყო, იოანემ სთხოვა წაჰყოლოდა საავადმყოფოში ხეიბართა და სნეულთა მოსანახულებლად. იოანემ შენიშნა, რომ ტროილეს თან ოქრო აქვს და უთხრა:–მამაო ტროილე! აი, შენ გეძლევა შესაძლებლობა, რომ ნუგეში სცე ამ გლახაკთა საძმოს, გასცე მოწყალება.ტროლეს შერცხვა, ძუნწად არ გამოვჩნდეო და თავისი სურვილის სა...
მოდით, მოვიქცეთ პატარა ბავშვების მსგავსად, რომლებიც ერთი ხელით მამას არიან ჩაჭიდებულნი, მეორე ხელით კი ტყეში კენკრას აგროვებენ. დაე, ჩვენც ერთი ხელით ამქვეყნიური სიკეთენი მოვიხვეჭოთ, მეორე ხელით კი ჩვენი ღვთაებრივი მამის მარჯვენას...
იხილეთ სრულად
მოდით, მოვიქცეთ პატარა ბავშვების მსგავსად, რომლებიც ერთი ხელით მამას არიან ჩაჭიდებულნი, მეორე ხელით კი ტყეში კენკრას აგროვებენ. დაე, ჩვენც ერთი ხელით ამქვეყნიური სიკეთენი მოვიხვეჭოთ, მეორე ხელით კი ჩვენი ღვთაებრივი მამის მარჯვენას მოვეჭიდოთ, და რაც შეიძლება ხშირად მივმართოთ მზერა მისკენ, რათა შევიტყოთ, სათნოა თუ არა მისთვის ჩვენი საქმენი.
შევისვენოთ ცოტაოდენი ცრუსაქმეთაგან, და დავფიქრდეთ, სად მიგვიყვანს ხრწნადზე ზრუნვა? რისთვის ვაგროვებთ ჩვენი ხელით იმას, რაც ნაყოფს არ მოგვიტანს? ჰოი, მხოლოდ უნაყოფო რომ ყოფილიყო და არა მარადიული ცეცხლისთვის საკვების მომცემი! ოდესმე...
იხილეთ სრულად
შევისვენოთ ცოტაოდენი ცრუსაქმეთაგან, და დავფიქრდეთ, სად მიგვიყვანს ხრწნადზე ზრუნვა? რისთვის ვაგროვებთ ჩვენი ხელით იმას, რაც ნაყოფს არ მოგვიტანს? ჰოი, მხოლოდ უნაყოფო რომ ყოფილიყო და არა მარადიული ცეცხლისთვის საკვების მომცემი! ოდესმე თუ გამოვფხიზლდებით ნეტავ ამ ბანგისაგან?
ვერცხლისმოყვარეობამ მთელი სამყარო ააღელვა, ყოველივე აღაშფოთა; ის ჩვენ განგვაშორებს ქრისტეს უნეტარეს მსახურებას; "ვერ ხელ–ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა." (მათე 6,24); რამეთუ ქრისტე სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვს, ვიდრ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარეობამ მთელი სამყარო ააღელვა, ყოველივე აღაშფოთა; ის ჩვენ განგვაშორებს ქრისტეს უნეტარეს მსახურებას; "ვერ ხელ–ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა." (მათე 6,24); რამეთუ ქრისტე სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვს, ვიდრე მამონა. ქრისტე ამბობს: მიეც გლახაკსა, მამონა კი – წაართვი გლახაკს; ქრისტე ამბობს: მიუტევე, მოძულეთა და მაჭირვებელთა შენთა, მამონა კი პირიქით – მზაკვარ ეყავ ადამიანთა, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ შენთვის; ქრისტე ამბობს: იყავ ...
მაცხოვრის სწავლება უხვეჭელობის შესახებ (მათე 6, 19) ეხება არა მხოლოდ მდიდრებს, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბიც ასევე შეიძლება მიეჯაჭვოს გულით ერთ გროშს, როგორც მდიდარი – ათასებს.