სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები
სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები სრულყოფილება, გამონათქვამები, ციტატები
მე უნდა ვეცადო სრულყოფას. რა თქმა უნდა, ბოლომდე სრულყოფილი ვერ გავხდები, მაგრამ გავუსწრებ ჩემ თავს, შვილმა რომ ჩემგან უკეთესი რამ დაინახოს
უნდა სრულვყოთ საკუთარი თავი, ისე, რომ ჩვენ ღმერთის საჩუქარი გავხდეთ.
გაიხადეთ სული ღმერთის საჩუქრად!
ძალიან ძნელი ყოფილა, სრულყოფილი ადამიანი გახდე. მაგრამ რომ არ გახდე - ცოდვაა
უფლისმიერ საყვარელო შვილო, მოიშორე იმედგაცრუება და თქვი: „სიკვდილამდე ვაიძულებ თავს, სრულყოფილებას ვეძიებ და უვნებობას მივაღწევ, და თუ ჩემი უძლურების, სიკვდილის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ამას ვერ შევძლებ, მწამს მამათა გადმოცემისა... იხილეთ სრულად
ძველ დროს მსოფლიოში მოქმედი ე.წ. ოქროს კანონი, რომლის მიხედვით სიკეთის სანაცვლოდ სიკეთე უნდა მიეგოთ, ხოლო უსამართლოება - სამართლიანი შურისძიებით გამოესწორებინათ, ქრისტიანობამ მთლიანად შეცვალა. მან მორწმუნეს არა თუ მტრისთვის ცოდვის... იხილეთ სრულად
სრულყოფილებისკენ, პირველქმნილ უცოდველ ყოფასთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი. იგი გვიხმობს თითოეულ ჩვენგანს, გვიჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს, სურს გააღვივოს ჩვენში განწმენდის სურვილი, რომ სულით ამაღლებულებმა ვიცხოვროთ როგორც... იხილეთ სრულად
ღმერთს ადამიანი პრიმიტიული და მონოტონური არსებობისთვის არ შეუქმნია. მხოლოდ მიწის დამუშავება და მესაქონლეობა არ განუჩინა მას, უფალს ადამიანის სულიერი სრულყოფა ესათნოება.
ერთი ალპინისტის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: იგი დაიღუპა მწვერვალზე ასვლისას. ბედნიერი და ნეტარია ის, ვინც სრულყოფის მწვერვალზე ასვლისას კვდება.