ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუ სიყვარულს სიტყვის გარდა საქმითაც არ ვამჟღავნებთ, ამაოდ ვშრომობთ და ვიღვწით, ყველაფერი ფუჭია, რადგან „ჰაერსა ვსცემთ“ (1 კორ. 9, 26) და ჩვენი ცხოვრების მიზანს ვშორდებით.
შვილებო, თავი აიძულეთ სულიერ ღვაწლში. ნუ დაივიწყებთ ეშმაკის დიდ გამოცდილებას და ჩვენს უძლურებას.
შვილებო, იღვაწეთ. ქრისტესთან ერთად ყველაფერს დავითმენთ. სოფელი მოგვიძულებს, რადგან პირველად ჩვენი საყვარელი და სათაყვანო იესო მოიძულა.
ნუ იქნებით უმოქმედონი. თავი აიძულეთ, რომ არ დაისაჯოთ, როგორც ისინი, ვინც სჯულს ისმენს და არ ასრულებს. რადგან თუკი ღვთის სიტყვას ეძიებთ, მაშინ ძიება ამ სიტყვის აღსრულების პირობასაც გულისხმობს. მაშ, იღვაწეთ.