მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მადლი ყოველ მორწმუნე ქრისტიანს მისი ღირსებისა და სულიერი სიწმინდის შესაბამისად მიეცემა, ოღონდ პიროვნებამ მისი მოპოვება უნდა მოინდომოს და გული მისი მიღებისათვის განიწმინდოს. ამიტომაც არ უნდა იფიქროთ, თითქოს მადლის მონიჭება ჩვენი ნე... იხილეთ სრულად
მადლის შესახებ ლოცვაში ვკითხულობთ, რომ იგი არის ძალა „სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“.
ხალხის ზნეობრივი დაუძლურების მიზეზი ღვთის მადლისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან დაცილებაა, ანუ მოშორება იმ საყრდენისა, რომლის დახმარებითაც სწორად უნდა გვეცხოვრა.
როგორც ყველა მცენარეს აქვს მიწის ზედა და მიწაში დაფარული ცხოვრება, ადამიანთა ყოფასაც გააჩნია გარეგნული და შინაგანი მხარე. გარეგნულად ქრისტეს მიმდევრობა ეკლიანი გზით სიარულს ნიშნავს, რომლის ბოლო გოლგოთით მთავრდება. სინამდვილეში კი ... იხილეთ სრულად
ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.
იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე ... იხილეთ სრულად