ჯოჯოხეთი - ციტატები, გამონათქვამები
ჯოჯოხეთი არ უნდა მივიჩნიოთ ღვთის ნებით დაშვებულ წამების ადგილად. ჯოჯოხეთი არსობრივად ჩვენი თავისუფალი არჩევანის შედეგად გვერგება, რაც სრულიად გამორიცხავს მასში ღმერთის მონაწილეობას. როდესაც ადამიანი ეუბნება ღმერთს: „გარეიქეც ჩემგა... იხილეთ სრულად
ნუ იფიქრებ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დასჯილნი, არამედ გქონდეს იმედი უფლის უდიდესი შეწყალებისა, რომელსაც უნდა ყველას გადარჩენა.
ჯოჯოხეთის არანაირი ტანჯვა თავისი სიმძიმით არ შეედრება ერთ მომაკვდინებელ ცოდვას. სულიწმიდა ზირაქის პირით გვამცნობს, რომ „ჯოჯოხეთი ერთ მომაკვდინებელ ცოდვაზე უფრო მსუბუქია“. ასეთი დიდია ღვთის ნების თუნდაც ერთი მძიმე დარღვევა! მას, ვი... იხილეთ სრულად
ჩვენს ცხოვრებას ვუყუროთ ისე, როგორც არცთუ ხანგრძლივ დილას იმ დიდი დღისა, რომელსაც საღამო არა აქვს და, შესაძლოა, სულ მალე გაბრწყინდება კიდეც რომელიმე ჩვენთაგანისთვის: ან სასუფევლის ნეტარებაში, ან ჯოჯოხეთის უფსკრულში, იმისდა მიხედვი... იხილეთ სრულად
ნუ მიაპყრობ მზერას მრავალთა მაგალითს, რომლებიც ფართო გზით მიდიან: ჯოჯოხეთში მრავლისთვის მოიძებნება ადგილი.
არცერთი მათგანი, ვისაც თვალთა წინაშე ჯოჯოხეთის სატანჯველი აქვს, არ ჩავარდება გეენიაში; არცერთი მათგანი ვინც გეენიას არად აგდებს, ვერ გაექცევა მას.
იტანჯო მანამდე, სანამ ღმერთის არსებობა გაგრძელდება, ანუ სამარადისოდ. განა შეიძლება ამაზე უფრო დიდი უბედურება წარმოვიდგინოთ ცოდვილ ადამიანთათვის?
ბოროტთა სიმშვიდე იმის ნიშანია, რომ ისინი უკვე ცოცხლად არიან დამარხულნი ჯოჯოხეთში.
ისინი უცილობლად მიიღებენ საუკუნო სამსჯავროს ჯოჯოხეთში ეშმაკთან, რომლებსაც არ სურთ მონანიება და ცოდვების დატევება. ცოდვის დამტევებელ მონანულთ კი განეღებათ ღვთის მოწყალების კარი.