მტრობა - ციტატები, გამონათქვამები
მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ჩვეულებრივი ადამიანები კმაყოფილდებიან იმით, რომ ყურადღებას არ აქცევენ თავიანთ მტრებს; გონიერთ კი მათგან სარგებლის მიღება შეუძლიათ.
იმის მსგავსად, როგორც ბევრი საწამლავი მავნებელია, თუმცაღა ისინი ავადმყოფობისაგან კურნავენ, ასევე ჩვენს მტრებსაც, რაოდენ ბოროტნიც არ უნდა იყვნენ თავისთავად, მხსნელი ზემოქმედება აქვთ ჩვენი სულიერი ავადმყოფობების მიმართ.
მეგობარს იმდენად უყვარხარ, რომ შენს ნაკლოვანებებს ვერ ხედავს. მაგრამ დადექი შენი მტრის პირისპირ და მასზე უკეთ ვერავინ აღგიწერს შენს სისუსტეებს; იგი ფხიზლად უყურებს მათ, არ გამოტოვებს არცერთ საქციელს და ისე საუბრობს მათზე, რომ მათ ... იხილეთ სრულად
ზოგიერთი მტერი, შესაძლოა, უფრო ჭეშმარიტი მეგობარი იყოს, ვიდრე - თვით უდიდესი მეგობარიც კი.
გეუკეთე კეთილი საქმე მეგობრებს, რათა მათ კიდევ უფრო მეტად უყვარდე: ასევე მოექეცი შენს მტრებსაც, რათა ისინი შენი მეგობრები გახდნენ.