სარწმუნოება ცხოველი ასწავლის და ჰმართავს სურვილსა, ანუ ნებასა კაცისასა, იგი ჰმართავს ყოფაქცევასა და მოქმედებასა კაცისასა, ჰზრდის სულსა, აკეთებს და აუმჯობესებს მისსა ხასიათსა. ჰკურნებს სულიერთა ვნებათა კაცისათა.
ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ–ცოტად სცვლი...
იხილეთ სრულად
ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ–ცოტად სცვლის და აუმჯობესებს მას. ცხოველი სარწმუნოება, პირველად ანათლებს გონებასა კაცისასა, მეორედ, ჰმართავს და სწმენდს ყოფაქცევასა ანუ მოქმედებასა კაცისასა.
ყოველთვის და ყოველგან იყვნენ და არიან სჯულის წინააღმდეგნი ურწმუნონი კაცნი; სრული და მტკიცე სარწმუნოება, ძმაო ჩემო, არის ნიჭი ღვთისა. გარნა ვის მისცემს ღმერთი ესრეთსა ნიჭსა? ამაყსა და მოქადესა თვისითა სწავლითა და განათლებითა, ანუ კ...
იხილეთ სრულად
ყოველთვის და ყოველგან იყვნენ და არიან სჯულის წინააღმდეგნი ურწმუნონი კაცნი; სრული და მტკიცე სარწმუნოება, ძმაო ჩემო, არის ნიჭი ღვთისა. გარნა ვის მისცემს ღმერთი ესრეთსა ნიჭსა? ამაყსა და მოქადესა თვისითა სწავლითა და განათლებითა, ანუ კაცსა მდაბალსა და გულწრფელსა? რასაკვირველია, მეორესა. ვერავინ აღიარებს იესო ქრისტეს ღმერთად, უკეთუ სული წმიდა არ შეეწია მას; გარნა სული წმიდა ასწავლის მხოლოდ კაცსა მდაბალსა და კეთილსა.
ვიდრემდის სარწმუნოება მტკიცედ სდგას რომელსამე ქვეყანასა შინა, ის ქვეყანა არ დავარდება, თუმცა გამოიაროს მრავალი უბედურება და მძიმე განსაცდელი. ეს ჭეშმარიტება მტკიცედ ახსოვდათ ჩვენთა წინაპართა. ვინაითგან იყვნენ შეურყეველს სარწმუნოებ...
იხილეთ სრულად
ვიდრემდის სარწმუნოება მტკიცედ სდგას რომელსამე ქვეყანასა შინა, ის ქვეყანა არ დავარდება, თუმცა გამოიაროს მრავალი უბედურება და მძიმე განსაცდელი. ეს ჭეშმარიტება მტკიცედ ახსოვდათ ჩვენთა წინაპართა. ვინაითგან იყვნენ შეურყეველს სარწმუნოებასა შინა, სარწმუნოებამან დაიცვა და შეინახა იგინი.
უკეთუ ქრისტე ხილულად ყოფილიყო ჩვენ შორის, მაშინ სარწმუნოება და სიყვარული მისადმი იქმნებოდა არა თავისუფალი, არამედ იძულებითი. ხოლო აწ, როდესაც არა ვხედავთ მას, ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული მისადმი არის თავისუფალი და დაუფასებელი: ...
იხილეთ სრულად
უკეთუ ქრისტე ხილულად ყოფილიყო ჩვენ შორის, მაშინ სარწმუნოება და სიყვარული მისადმი იქმნებოდა არა თავისუფალი, არამედ იძულებითი. ხოლო აწ, როდესაც არა ვხედავთ მას, ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული მისადმი არის თავისუფალი და დაუფასებელი: „ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ და რწმენეს“. თუ ახლა შენ, თვალითა შენითა არა მხედველსა, გულწრფელად გრწამს ქრისტე და გიყვარს იგი, ცხად არს, რომელ თვით მადლი მისი შესულა შენს გულში და დაუმკვიდრია მუნ.
განა არ შეუძლიან, ძმანო ქრისტიანენო, უფალსა ახლაც გამოცხადდეს და სასწაულებითა თვისითა შეარცხვინოს ურწმუნონი, განამტკიცოს სულმოკლენი და სუსტნი მსგავსად თომა მცირედ მორწმუნისა, დახშოს პირი წინააღმდეგთა? გარნა მას არა სურს, რათა სარწ...
იხილეთ სრულად
განა არ შეუძლიან, ძმანო ქრისტიანენო, უფალსა ახლაც გამოცხადდეს და სასწაულებითა თვისითა შეარცხვინოს ურწმუნონი, განამტკიცოს სულმოკლენი და სუსტნი მსგავსად თომა მცირედ მორწმუნისა, დახშოს პირი წინააღმდეგთა? გარნა მას არა სურს, რათა სარწმუნოება ჩვენი იყოს იძულებითი, მას სურს რათა თვით გული ჩვენი მიგიზიდავდეს სახარებისადმი, რათა თავისუფლად, ჩვენითა განზრახვითა მივიდოდეთ მისადმი. მოკლედ ვსთქვათ, მას სურს, რათა ჩვენ მივიღოთ უმეტესი სასყიდელი და ნეტარება ჩვ...
ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან, რაც უყვარს, რასაც ეძიებს და რაისადმიცა აქვს მისწრაფება. უკეთუ შენ გრწამს და გიყვარს ლოცვა, ეკლესია, სახარება, მაშასადამე გული შენი კეთილ არს, მაშასადამე მადლი ქრისტესი ახლო არს შენდამი....
იხილეთ სრულად
ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება მისგან, რაც უყვარს, რასაც ეძიებს და რაისადმიცა აქვს მისწრაფება. უკეთუ შენ გრწამს და გიყვარს ლოცვა, ეკლესია, სახარება, მაშასადამე გული შენი კეთილ არს, მაშასადამე მადლი ქრისტესი ახლო არს შენდამი. ხოლო უკეთუ ნაცვალდ ამისა შენ ეძიებ ხორციელსა ნუგეშსა და კმაყოფილებასა, უკეთუ შენ ჰპოებ შენსა ნუგეშსა საჭმელსა, ანუ სასმელსა, ანუ შესამოსელსა ანუ სხვასა რომელსამე მსოფლიოსა კმაყოფილებასა შინა, მაშასადამე გულსა შენსა არ ...
უკეთუ თვით გული შენი მოითხოვს სარწმუნოებასა და ვერ შეგიძლან გასძლო თვინიერ სარწმუნოებისა, უკეთუ სმენა სახარებისა არს ნუგეში გულისა შენისათვის, მაშინ ნეტარ ხარ შენ, ვინაითგან ცხადად ჰსჩანს, რომ გული შენი კეთილია და სახიერი.
ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა სარწმუნოება არის ცივი, უქმი და თითქმის მკვდარი, და ისინიც არიან მსგავსნი ფარისეველთა და მწიგნობართა, რომელნი, ხედვიდენ რა სასწაულთა ქრისტესთა, იცოდნენ, რომ იგი არს ძე ღვთისა, გარნა არ ი...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველთა გვაქვს სარწმუნოება, გარნა ზოგთა სარწმუნოება არის ცივი, უქმი და თითქმის მკვდარი, და ისინიც არიან მსგავსნი ფარისეველთა და მწიგნობართა, რომელნი, ხედვიდენ რა სასწაულთა ქრისტესთა, იცოდნენ, რომ იგი არს ძე ღვთისა, გარნა არ იქმოდენ კეთილსა საქმესა; ხოლო ზოგთა ჩვენთაგანთა აქვსთ სარწმუნოება ტფილი და ცხოველი, რომელ იპყრობს ყოველსა გულსა და გამოჩნდება სიტყვათა და საქმეთა შინა. მათთვის მხოლოდ იტყვის მაცხოვარი: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ...
არის ორგვარი სარწმუნოება: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებრივი. ოდეს თანამედროვენი იესო ქრისტესნი იხილვიდნენ ოთხის დღის მკვდრის საფლავით გამოხმობასა, ანუ სხვასა ესე ვითარსა სასწაულსა, მაშინ არ შეეძლოთ მათ არა რწმ...
იხილეთ სრულად
არის ორგვარი სარწმუნოება: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებრივი. ოდეს თანამედროვენი იესო ქრისტესნი იხილვიდნენ ოთხის დღის მკვდრის საფლავით გამოხმობასა, ანუ სხვასა ესე ვითარსა სასწაულსა, მაშინ არ შეეძლოთ მათ არა რწმენად, მაშინ უნებლივ გაუჩნდებოდათ მათ სარწმუნოება. იქმნება გული მათი თავით თვისით არ იყო მიდრეკილი სარწმუნოებისადმი, გარნა ოდეს იმას იხილვიდენ მისთა დიდთა საქმეთა, არ შეეძლოთ არა რწმენად, რომელ იგი იყო ძე ღვთისა, გარნა გუ...