სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წინასწარმეტყველი დავით იტყვის ფსალმუნსა შინა თვისსა: „უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის“ (ფს. 50). ამ სიტყვებისაგან სჩანს, რომ ორი საშუალება, ანუ ღონისძიება უნდა იხმაროს ყოველმა კეთილგონიერმა კაცმა ქრსტიანემან, თუ ჰსურს, რომ არა უნაყოფოდ დარჩეს ზრუნვა მისი ცოდვათათვის და მოთხრობა უსჯულოებისა მისისა, ესე იგი, სინანული და აღსარება. პირველი ღონისძიება არის ცოდნა, ანუ შეტყობა თვისთა უსჯულოებათა: „რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვუწყი“; მეორე არის ღმრად გრძნობა თვისისა უღირსებისა და სიცოდვისა: „და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარდის“. წინასწარმეტყველი დავით იტყვის ფსალმუნსა შინა

თუ ატყობ, რომ გული გაგიცივდა, თუ ხედავ, რომ ეკლესიაში დაფანტული გონება გაქვს, თუ გამოსცადე, რომ ცოდვა გერევა, გიზიდავს, მომეტებულითა ერთგულებითა ილოცევდი: „სინანულისა ბჭე განმიღე, მხსნელო“. როგორადაც სხვა ყოველი ნიჭი და მადლი ღვთისაგან არის გარდამომავალი კაცთა ზედა, მზგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ესე ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროისაგან არის მომდინარე და მიეცემა კაცს. თუ ატყობ, რომ გული გაგიცივდა, ხედავ

წმინდა მონანება უნდა იყოს აღძრული და შეზავებული სარწმუნოებითა და მეტადრე სიყვარულითა. არა იმისთვის მხოლოდ უნდა სწუხდე, რომ შენ ღმერთი დაგსჯის, არამედ უმეტესად მისთვის, რომ შენ განამწარე ზეციერი მამა, დაკარგე მისი სიყვარული, განეშორე მისსა მამობრივსა მადლსა. მან ეგოდენ შეგიყვარა შენ, რომ თავისი ძე არ დაზოგა შენის ცხონებისათვის, და შენ კი ეგოდენ უდებ ხარ, რომ არისხებ მას ცუდითა შენითა ცხოვრებითა. წმინდა მონანება უნდა იყოს აღძრული და

წმინდა, მართალი სინანული იპყრობს თვის შორის პირველად სარწმუნოებას. თუ არ გწამს სახარება, ძმაო, ანუ თუ სარწმუნოება შენი ცივია, ან მკვდარია, არც კი იფიქრებ, არც მოინდომებ სინანულსა. წმინდა, ჯეროვანი სინანული იპყრობს თვის შორის კიდევ სასოებას ღმერთზედ. თუ არ ესავ ღმერთსა, რომ იგი მოწყალეა, შეგირიგდება, ცოდვებს მოგიტევებს და კვალადვე აღგადგენს პირველსავე ხარისხსა ზედა, რაღა მოგანდომებს სინანულსა? ბოლოს და უმეტეად ნამდვილს სინანულში არის და უნდა გამოიხატოს სიყვარული ღვთისა. სიყვარული არის შემყვანებელი კაცისა სინანულში. ის აღძრავს და აიძულებს კაცს შეინანოს, შეურიგდეს ზეციერსა მამასა; იგი შეაწუხებს კაცს, რომ გაეშორა ზეციერსა მამასა უღირსებითა თვისითა და აიძულებს მიიქცეს კვალად მისდამი. თუ სამნი ესენი: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული არ შეაზავებენ სინაულსა, თუ ცხოველი სარწმუნოება, ცხოველი სასოება, ანთებული სიყვარული არ გააჩენენ კაცის გულში სინანულსა, მაშინ სინანული იქნება ყალბი, ცრუ, უნაყოფო. წმინდა, მართალი სინანული იპყრობს თვის შორის

რას მოითხოვს ჩვენგან უაღესად უფალი იესო ქრისტე? მთელი ჩვენი სჯული გამოითქმის ამ ერთი სიტყვით: შეინანეთ. მაცხოვარი ამას მხოლოდ მოითხოვდა: „შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ღვთისა“. თვით ამ სიტყვებით იწყო მან ქადაგება თვისისა სახარებისა. ამას ერთს ითხოვდნენ ყოველთა კაცთაგან მოციქულნიცა: „შევინანოთ, გავხდეთ ღირსი ღვთის სასუფეველისა“. ესრედი დიდი მნიშვნელობა მისთვის აქვს სინანულს, რომ იგი იპყრობს თვის შორის უმთავრესთა ქრისტიანულთა მცნებათა და არს ნაყოფი მათი. რას მოითხოვს ჩვენგან უაღესად უფალი იესო

თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და არ გაუღო კარი სინანულისა, ვერ მიართმევს იგი ღმერთსა ჯეროვანსა სინანულსა. ჭეშმარიტი წმინდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, დიდ მადლს მოასწავებს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედება არის. მოკლედ რომ ვსთქვათ, ჭეშმარიტის, წმინდა სინანულის მოპოვება არის თითქმის მთელი სჯულის შესრულება. თუ შენ ძმაო, ჭეშმარიტი სინანული შეიძინე მთელს სჯულს აასრულებ, ცხონებული იქნები. თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და გაუღო კარი

შეუძლებელია, რომ წყალში ცეცხლი დაანთოს კაცმა, მზგავსადვე შეუძლებელია სინანული, მწუხარება ცოდვათათვის, მხიარულებასა და კმაყოფილებასა შინა. შეუძლებელია, რომ წყალში ცეცხლი დაანთოს კაცმა

სინანული არის სულიერი მწუხარება და შემუსვრილება ცოდვათა და უღირსებათათვის. რა სახით უნდა გაუჩნდეს კაცსა გულში მწუხარება, როდესაც ხორცი მისი გახარებულია და განლაღებული. ხორცი და სული კაცისა შეადგენს ერთს არსებას. არ შეუძლია კაცს ორად გაიყოს: სული მისი მწუხარედ იყოს და ხორცი გახარებული. თუ სურს კაცს ჭეშმარიტი სინანული, რომელიც არის მწუხარება, გაუჩნდეს სულში, წინაპირველად თვისი სხეული უნდა შეავიწროვოს, მოამზადოს მარხვითა. სინანული არის სულიერი მწუხარება და

ზოგჯერ სინანული გაუჩნდება კაცს მარტო შიშისაგან, ეშინია – ღმერთმა არ დამსაჯოს ჩემი ცოდვებისათვის და ჯოჯოხეთში არ ჩამაგდოსო. რა უნდა ვსთქვათ ამისთანა სინანულზე? დასაწყისში ესეც კარგია. გარნა მარტო შიშით არ უნდა იყოს სინანული. უმეტესად ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სინანული სიყვარულითგან იშობა. თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სინანული შენთვის იყოს მეორე შობა და ჭეშმარიტი სინანული მართლა არის მეორე შობა, მზგავსად ნათლისღებისა. ეცადე რომ შენი სინანულიც იყოს ნაყოფი სიყვარულისა. სწუხდე და სტიროდე, რომ განეშორე ზიციერსა მამასა. ზოგჯერ სინანული გაუჩნდება კაცს მარტო

საუბედუროდ, მრავალგზის სინანული აწინდელთა ქრისტიანეთა არის ცრუ და უნაყოფო. რომელი სინანული არს ცრუ და უნაყოფო? ის, როდესაც კაცი ნანობს გარეგანობით, საჩვენებელად კაცთა, ანუ უბრალო ჩვეულებისამებრ. საუბედუროდ, მრავალგზის სინანული აწინდელთა

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2