ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შებილწეს გული. მან დაკარგა პირვანდელი სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ღმრთისადმი შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3, 8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს...
იხილეთ სრულად
ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შებილწეს გული. მან დაკარგა პირვანდელი სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ღმრთისადმი შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3, 8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს მიეცა. ამგვარად, ჩენს პირველმშობლებს დაუბნელდათ თვალი, რომლითაც ღმერთს ჭვრეტდნენ, რამეთუ ცოდვა, როგორც საბურველი, გადაეკრა გულს, რომელიც მაშინ ჭვრეტს ღმერთს, როდესაც უმანკო და წმინდაა (მათ. 5, 8).
შინაგანი ცოდვა შეუმჩნეველია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. თუ არ გვეშინია და არ გვერიდება ადამიანებისა, რადგან მათთვის იგი (ცოდვა) უხილავია, უნდა გვეშინოდეს ღმერთისა, რამეთუ ეს აზრით გამოხატული ზნეობრივი დანაშა...
იხილეთ სრულად
შინაგანი ცოდვა შეუმჩნეველია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. თუ არ გვეშინია და არ გვერიდება ადამიანებისა, რადგან მათთვის იგი (ცოდვა) უხილავია, უნდა გვეშინოდეს ღმერთისა, რამეთუ ეს აზრით გამოხატული ზნეობრივი დანაშაული მის წინაშე ხდება.
შევიცნოთ საკუთარი ცოდვები, ის სინანულის საწყისია. მოვინანიოთ, ვაღიაროთ საკუთარი უღირსობა. რაც უფრო უღირსად აღიარებენ თავს ღვთისათვის სათნომყოფელნი, მით უფრო მეტად სწყალობთ მათ კეთილი და ლმობიერი ღმერთი. რა არის ჩვენი საკუთრება? უძ...
იხილეთ სრულად
შევიცნოთ საკუთარი ცოდვები, ის სინანულის საწყისია. მოვინანიოთ, ვაღიაროთ საკუთარი უღირსობა. რაც უფრო უღირსად აღიარებენ თავს ღვთისათვის სათნომყოფელნი, მით უფრო მეტად სწყალობთ მათ კეთილი და ლმობიერი ღმერთი. რა არის ჩვენი საკუთრება? უძლურება, ხრწნადობა, უმეცრება, ბოროტება, ცოდვები.
ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელ...
იხილეთ სრულად
ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელსაც მეყსეულად მარადიული სიკვდილისაკენ მივყავართ. მაგრამ ბრძენმა შემოქმედმა ურჩობის სულზე მეტი იცოდა. მან გადაწყვიტა, ადამიანთა მოდგმა გაემრავლებინა, რათა მათ შესძლებოდათ, ერთმანეთში გაენაწილებინათ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე...
საკუთარი თავის წინაშე ვაღიაროთ, ძმანო ჩემნო, რომ ღვთის თვალში მთელი ჩვენი სული დაავადებულია და ჭრილობებით ისეა დაფარული, როგორც იობის სხეული იყო დაფარული წყლულებით და მატლების მიერ იყო შეჭმული. როდესაც ცოდვა ადამიანზე ბატონობას იწ...
იხილეთ სრულად
საკუთარი თავის წინაშე ვაღიაროთ, ძმანო ჩემნო, რომ ღვთის თვალში მთელი ჩვენი სული დაავადებულია და ჭრილობებით ისეა დაფარული, როგორც იობის სხეული იყო დაფარული წყლულებით და მატლების მიერ იყო შეჭმული. როდესაც ცოდვა ადამიანზე ბატონობას იწყებს, მაშინ ეს ადამიანი ცოდვის შედეგით - სიკვდილით ისჯება. რამდენჯერ ვიმსახურებდით ამ სასჯელს ყველა იმ ცოდვის გამო, რომელიც ჩვენ დაგვეუფლა? მომაკვდინებელ ცოდვას მეყსეულად რომ შეეძლოს ჩვენი ჯოჯოხეთში ჩაგდება, უკვე რამდენგ...
როცა ადამიანში ცოდვის ბუნება განქარდება, მის სულს ღმერთი ეცხადება და განწმედს სხეულთან ერთად. ხოლო თუკი მის სხეულში კვლავაც ბატონობს ცოდვა, მაშინ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის დანახვა, რადგან მისი სული იმგვარი სხეულითაა შემოსილი, რომ...
იხილეთ სრულად
როცა ადამიანში ცოდვის ბუნება განქარდება, მის სულს ღმერთი ეცხადება და განწმედს სხეულთან ერთად. ხოლო თუკი მის სხეულში კვლავაც ბატონობს ცოდვა, მაშინ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის დანახვა, რადგან მისი სული იმგვარი სხეულითაა შემოსილი, რომელშიც ნათელი არ არის, ნათლის გარეშე კი შეუძლებელია ღმერთის ხილვა და შეცნობა.
როდესაც თავდაპირველად საკუთარ თავში ნაკლოვანებას დაუშვებ, ნუ ჩათვლი, რომ ის ვერ დაგჯაბნის; რადგან, რამდენადაც უკვე მიცემული ხარ ამ ცოდვას, მან უკვე გაიმარჯვა შენზე.