სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
თქუენ, საყვარელნო, ურთიერთარს სიყვარულით შეკრულნი ხართ საღმრთოს ბრძანებით, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". სადამდის ასე სიყვარულით ურთიერთარს შეკრული ხართ, სულითაც ცხოველათ ხართ; როდესაც ს... იხილეთ სრულად
თუ სიყვარულს არ შეიტკბობთ და განაგდებთ, - ქრისტეს მოწაფეობის სახელი რომ გეწოდება, - ქრისტიანო, - ეს სახელიც უნდა განაგდო, რადგან ქრისტეს მოწაფეობის ნიშანი - სიყვარული არის, ვითარცა თვით უფალი იესო ბრძანებს: "უკეთუმცა იყვარებოდეთ უ... იხილეთ სრულად
დასაბამიდან იყო სიყვარული და ეს იყო ღმერთი, რომელმან წარმოშვა სიცოცხლე წმიდა და უბიწო. დიახ "სიყვარული" არსებით სპეტაკია, ყოვლად წმიდაა (იხილე შედარებით ჩვილთადმი სიყვარული) სატრფოა, ადამიანის თვისებათა შორის უაღმატებულესი მშვენიე... იხილეთ სრულად
ადამიანმა თავის გაუმაძღარ პირუტყვული ნების წყალობით სიყვარული გარდაქმნა მთელ მსოფლიო ბიწიერების ზღვად, სადაც უბედურდებიან, იღუპებიან მათი მაღალ პიროვნების და ღმერთ-კაცობის შემარცხვენელად.
სიყვარულს სიმშვიდე და სილაღე მიაქვს გულში, აცოცხლებს მას; სიძულვილი აშფოთებს და ავიწროებს. ვისაც მავანი ეჯავრება, საკუთარ თავს ტირანად უდგას, შტერზე შტერია.
"ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს დაგანახებს!
ვითარცაღა სიყუარული დაჰფარავს მრავალთა ცოდვათა, ეგრეთვე მტერობაი შობს მრავალთა ცოდვათა არარაისაგან
სიყვარულის ბუნება ამგვარია: ყოველივე პირადულისა და თვით საკუთარი თავის მიცემა სხვათათვის, და სხვათა სიმძიმილის მიღება და საკუთარი მხრებით ზიდვა.
ღმერთი არის უხილავი, კაცს არ უნახავს იგი; გარნა უკეთუ ჩვენ გვიყვარს ურთიერთი, მაშინ ღმერთი ჩვენს შორის არს.