იყავ გონიერი, ძმაო ჩემო, და სიხარულით მიიღე რჩევა, რომელსაც სულიწმიდა გაძლევს: "გულით ნუ ამაღლდები". ნუ დაუშვებ, რომ ამპარტავნება დაგეუფლოს - არც შინაგანი, შენი გულის სიღრმეში და არც გარეგნული - შენს საქმეებში, ვინაიდან იგი წარმოშ...
იხილეთ სრულად
იყავ გონიერი, ძმაო ჩემო, და სიხარულით მიიღე რჩევა, რომელსაც სულიწმიდა გაძლევს: "გულით ნუ ამაღლდები". ნუ დაუშვებ, რომ ამპარტავნება დაგეუფლოს - არც შინაგანი, შენი გულის სიღრმეში და არც გარეგნული - შენს საქმეებში, ვინაიდან იგი წარმოშობს ყოველივე იმას, რაც ბოროტია ამქვეყნად, ვინაიდან "ამპარტავნებაშია დაღუპვა და უდიდესი უწესრიგობა". ამგვარად, დაიმდაბლე თავი და შეძლებ, რომ უკვე აღარ გეშინოდეს დაცემის, რადგან უფალი ყოველთვის შენს გვერდით იქნება.
თავდაპ...
ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ღვთის წინაშე სათნოებებით იყო მდიდარი, თუ დაუშვებს, რომ ამპარტავნება შევიდეს მის გულში, მაშინვე გაღატაკდება, იმ ფარისეველის მსგავსად, რომელიც მეზვერესა და ფარისეველის შესახებ სახარებისეულ იგავშია მოხ...
იხილეთ სრულად
ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ღვთის წინაშე სათნოებებით იყო მდიდარი, თუ დაუშვებს, რომ ამპარტავნება შევიდეს მის გულში, მაშინვე გაღატაკდება, იმ ფარისეველის მსგავსად, რომელიც მეზვერესა და ფარისეველის შესახებ სახარებისეულ იგავშია მოხსენიებული. ასეთი ამპარტავანი კაცი იმ მტრედს ჰგავს, რომელიც მზეზე ზის და თავისი სისუფთავითა და ჭრელი ბუმბულით ხარობს, მაგრამ, აი, მოულოდნელად მას თავსესხმის ქორი და კლავს. ასევე ის, ვინც თავისი სათნოებებით ყოყოჩობს, მაშინ...
782. რატომ აღმოაცენა ღმერთმა ხე „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“ და რატომ უბრძანა ადამს არ ეჭამა მისგან, ხომ შეეძლო ამის გარეშც მიენიჭებინა უკვდავება მისთვის?
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი - ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგ...
იხილეთ სრულად
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი - ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგი ღვთის მადლს უპირისპირდება და უდიდეს ბოროტებას გვაყენებს. იგი მომაკვდინებელ ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ვინაიდან ადამიანს ნებისმიერი ცოდვისაკენ ადვილად უბიძგებს. როგორც გველი, თუკი შეძლებს სოროდან თავის გამოყოფას, მა...