ავტორი:
ეპისკოპოსი პეტრე
თემა:
ამპარტავნება
ადამიანს ბუნებით თან დაჰყვება სურვილი ანუ მისწრაფება განავითაროს, სრულყოს თავისი ძალები,
ადამიანს ბუნებით თან დაჰყვება სურვილი ანუ მისწრაფება განავითაროს, სრულყოს თავისი ძალები, გაუთანაბრდეს სხვებს, მოიპოვოს კეთილი სახელი, პატივისცემა, დიდება, სხვათა კეთილგანწყობა. ეს მისწრაფება სასარგებლოა მაშინ, თუ იგი საკუთარი გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფისათვის აღძრავს ადამიანს, ასევე კეთილი სახელიც სასარგებლოა ჩვენი და სხვათა სრულყოფისა და ბედნიერებისათვის, როდესაც ის პატიოსანი გზით მოიპოვება და სწორედ გამოიყენება. მაგრამ პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული ჩვენი ბუნება, ჩვენი თავმოყვარეობა ბოროტად იყენებს ამ მისწრაფებას, რის შედეგადაც საკუთარი უპირატესობისა და პატივისადმი არასწორი სიყვარული შობს ამპარტავნებას, რაც სხვადასხვა სახით და ქმედებით ვლინდება.
|