ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები ციტატები, გამონათქვამები, ფრაზები
95. "ადგილი მწვანვილი" (ფს. 22,2) არის ქმედითი სათნოება; "წყალი განსასვენებელი" კი არის ქმნილებათა შეცნობა
94. როცა რაიმე იწერება, იწერება ან საკუთარი თავის სამახსოვროდ, ან სხვათა სასარგებლოდ, ან ამ ორივე მიზნისათვის ერთად, ან ვინმეს საზიანოდ, ან საჩვენებლად, ან საჭიროების გამო.
93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში... იხილეთ სრულად
92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით;... იხილეთ სრულად
91. ღვთის განგებით, ვინც ღვთისმოსაობაში იწვრთნება, ამქვეყნად შემდეგი სამი სახის საცდურით გამოიცდება: ან კეთილდღეობათა მინიჭებით, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სილამაზე, მრავალშვილიანობა, სიმდიდრე, დიდება და ამის მსგავსნი; ან განსაცდელის... იხილეთ სრულად
90. დიდ მლოცველებს დემონები ესხმიან თავს, მათ გონებას გრძნობად საგნებზე ფიქრით იპყრობენ და ამით ლოცვას განაშორებენ. შემეცნებაში წამატებულთ კი ხანგრძლივად ამყოფებენ ვნებიან გულისთქმათა გარემოცვაში, ხოლო შრომით ღვაწლში მყოფთ უბიძგებ... იხილეთ სრულად
89. ზოგნი ქონებას ვნების გარეშე მოიპოვებენ და ამიტომ მის დაკარგვასაც არ განიცდიან, ისევე როგორც ოდესღაც ზოგიერთებმა სიხარულით მიიღეს თავიანთი ქონების იავარყოფა (ებრ.10,34). სხვები კი მას ვნებით მოიხვეჭენ, ამიტომ, როცა მათ მონაგები... იხილეთ სრულად
88. უანგაროა ის, ვინც ყოველგვარ პირადულზე უარი თქვა, მას დედამიწაზე, სხეულის გარდა, არაფერი გააჩნია და ისიც ყოველგვარ სიამეს მოარიდა, საკუთარ თავზე ზრუნვა კი მთლიანად ღმერთსა და ღვთისმოსავ ადამიანებს მიანდო.
87. მონაზვნებს სამი უმთავრესი ზნეობრივი მდგომარეობა გააჩნიათ: პირველი, როცა საქმით არასდროს სცოდავენ, მეორე, როცა ცოდვილ გულისთქმებს სულში დაყოვნების საშუალებას არ აძლევენ, მესამე, როცა გონებაში დედაკაცსა და შეურაცხმყოფელთ უბიწოდ ... იხილეთ სრულად
86. მცნებათაგან ზოგი უნდა დავიცვათ როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ხოლო ზოგი - მხოლოდ სულიერად. მაგალითად: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო და სხვა მსგავსნი ხორციელადაც უნდა დავიცვათ და სულიერადაც, სულიერად კი სამმაგად. ამის ... იხილეთ სრულად