წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
მოყვასის განკითხვას უფრთხილდით და გმობის აზრები ნუ შეგაშფოთებთ, რადგან მეორის ძირი და მიზეზი პირველია
როგორც სახლში მყოფს ესმის ქუჩაში გამვლელების სიტყვები და თვითონ არ ესიტყვება მათ, ასევე სულს ესმის ხორცში დაბუდებული ეშმაკის გმობა, რომელსაც წარმოსთქვამს, როდესაც სულში გაივლის და შეშფოთდება მისგან
ვინც არად ჩაგდებს მას, გათავისუფლდება ამ მტანჯველებისაგან, ხოლო ვინც სხვაგვარად შეებრძლოლება, მასში საუკუნოდ დამკვიდრდება იგი; რადგანაც, არაწმიდა სულის შეპყრობის მოსურნე, ქარს დადევნებული კაცის მსგავსია
იყო ერთი გულმოდგინე მონაზონი, რომელსაც ეს ეშმაკი ოცი წლის მანძილზე ებრძოდა: ხორცი მარხვითა და მღვიძარებით დააჭკნო, მაგრამ ნუგეში ვერ ჰპოვა; მაშინ დაწერა ყველაფერი და ნაწერი ერთ წმიდა ბევრ მიართვა, თვითონ ფეხებში ჩაუვარდა და თავის ... იხილეთ სრულად
სიმშვიდე გონების შეუცვლელი მდგომარეობაა, როდესაც ის პატივსა და შეურაცხყოფას ერთნაირად იღებს
სიმშვიდე ის არის: როდესაც მოყვასი გაგინებს და შეურაცხგყოფს, შენ კი განწმენდილი გულით მთელი სულით ლოცულობ მისთვის
სიმშვიდე არის გულისწყრომის ზღვაში აღმართული კლდე, რომელიც მასზე მომდგარ ყოველგვარ ღელვას დაამარცხებს და თვითონ არ ირღვევა
მდაბალ და მშვიდ სულში უფალი სახლდება, ხოლო მეამბოხის სული ეშმაკის სამყოფელი ხდება
მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა, ხოლო მრისხანენი მათი მიწიდან განიდევნებიან