წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ამპარტავან მონაზონს ეშმაკი აღარ სჭირდება, რადგან იგი თვითონ არის მტერი და მოწინააღმდეგე საკუთარი თავისა
როგორც ნათელისთვის არის უცხო ბნელი, ასევე ამპარტავანი მონაზონი არის უცხო ყოველგვარი სათნოებისთვის
ამპარტავანთა სულში გმობის სიტყვები წარმოიშობა, ხოლო მდაბალ სულში ზეციური ხილვები
არ ვიცი როგო მოხდა, მაგრამ ამპარტავანნი შესცდნენ, თავი ვნებათაგან უცხოდ წარმოიდგინეს და საკუთარ სიღატაკეს მხოლოდ სიკვდილის დროს მიხვდნენ
ვინც ამპარტავნების ბორკილითაა შეკრული, მისთვის ღვთის მიმართ ვედრება და ტირილია საჭირო, რათა ამ საშინელ წყვდიადს გადაურჩნენ, რადგან ამგვართათვის ადამიანური შეწევნა უსარგებლოა, თუკი თვით უფალი არ გამოუჩნდა შემწედ
ოდესღაც ეს უგუნური მაცდური საკუთარ გულში აღმოვაჩინე, ის თავისი დედის მხრებზე იყო შემომჯდარი. მე ისინი მორჩილების მახით მოვინადირე, სიმდაბლით ვტანჯე და გამოვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. რადგანაც ძლიერად დავტანჯე, მიპასუ... იხილეთ სრულად
უწმინდურმა ამპარტავნებამ აღიარა, რომ გამოუთქმელი გმობის ეშმაკი მის მიერ არის ნაშობი, ამიტომ საჭიროა ისიც განვდევნოთ, რადგან მცირედენი ბოროტება კი არ მოდის მისგან, არამედ - დიდი და ყოველგვარ ვნებაზე უარესი; უარესია, რადგანაც მისი ს... იხილეთ სრულად
ეს ბილწი და უკეთური ხშირად ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეე... იხილეთ სრულად