წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
გავიგონე, რომ ერთი მოძღვარი ამბობდა: მე მივხვდი, რომ 12 უწმინდური ვნება არსებობს და თუ მათგან ერთს - მატივმოყვარეობას მიიღებ, იგი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს
ამპარტავანი მონაზონი მრავლისმეტყველი და მოპაექრეა, ხოლო მდაბალი ყველანაირად მშვიდი და უტყვია
როგორც კვიპაროსი არასოდეს მოდრეკს თავის კენწეროს, ასევე ამპარტავანი მონაზონი მორჩილებას ვერ მოიპოვებს
9. ამპარტავან მონაზონს წინამძღვრობა სურს, რადგან სხვაგვარად სულის დაღუპვას ისე სწრაფად ვერ მიაღწევს.
თუკი უფალი ამპარტავანთა წინააღმდეგია, მაშ ვიღას შეუძლია ამ საბრალოთა შეწყალება?
ვინც გულით მაღლობს, თუკი საძაგელად მოჩანს თვით უფლის წინაშე, სხვა ვინღა შეიყვარებს მას?!
ამპარტავნების მასწავლებელი მისი დაცემაა, დამსჯელი - ეშმაკი; ხოლო ღვთისგან მის განდგომილების სენს შეშლილობა და სრული გაცოფება ამხელს.
ყველა, ვისაც მხილება აღაშფოთებს და გაურბის მას, თვითონვე ადასტურებს, რომ ვნებითაა შეპყრობილი, ხოლო, ვინც მხილებას მიელტვის, ჩანს, რომ ვნების ბორკილებიდან გათავისუფლებულია