წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ვიხილე ადამიანები, რომლებიც ბაგით მადლობას სწირავდნენ ღმერთს, ხოლო გონებით თავს იმაღლებდნენ. ამის მოწმე ფარისეველია, რომელიც ამბობდა: "ღმერთო გმადლობ შენ" (ლუკ. 18.11)
სადაც დაცემა მოხდა, იცოდე, რომ იქ თავდაპირველად ამპარტავნება დამკვიდრდა, რადგან პირველი მეორეს მოაქვს
გავიგონე, რომ ერთი მოძღვარი ამბობდა: მე მივხვდი, რომ 12 უწმინდური ვნება არსებობს და თუ მათგან ერთს - მატივმოყვარეობას მიიღებ, იგი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს
ამპარტავანი მონაზონი მრავლისმეტყველი და მოპაექრეა, ხოლო მდაბალი ყველანაირად მშვიდი და უტყვია
როგორც კვიპაროსი არასდეს მოდრეკს თავის კენწეროს, ასევე ამპარტავანი მონაზონი მორჩილებას ვერ მოიპოვებს
9. ამპარტავან მონაზონს წინამძღვრობა სურს, რადგან სხვაგვარად სულის დაღუპვას ისე სწრაფად ვერ მიაღწევს.
თუკი უფალი ამპარტავანთა წინააღმდეგია, მაშ ვიღას შეუძლია ამ საბრალოთა შეწყალება?
ვინც გულით მაღლობს, თუკი საძაგელად მოჩანს თვით უფლის წინაშე, სხვა ვინღა შეიყვარებს მას?!
ამპარტავნების მასწავლებელი მისი დაცემაა, დამსჯელი - ეშმაკი; ხოლო ღვთისგან მის განდგომილების სენს შეშლილობა და სრული გაცოფება ამხელს.