წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
16. ვნახე მტირალნი, რომელთაც სხვები აგინებდნენ და ამიტომ განრისხდნენ და როგორც სავაჭროში - ვნებით ვნება შეიძინეს
"ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან" (1 კორ. 2,11). ამგვარად, უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც პირში აქებს ადამიანებს
სიმდაბლეს წარმოაჩენს არა იგი, ვინც თავს იმდაბლებს, რადგან საკუთარი თავი ყველამ უნდა იტვირთოს, არამედ ის წარმოაჩენს სიმდაბლეს, ვისაც სხვები აგინებენ, თავად მოითმენს და მათ მიმართ სიყვარულს არ დაკარგავს
შევამჩნიე ეშმაკეული პატივმოყვარეობის ასეთი მზაკვრობა: მან ერთ ძმას გულში ბოროტი ზრახვები ჩაუნერგა, მერე წავიდა და მეორე ძმას აუწყა ამის შესახებ, რაც პირველში დანერგა. შემდეგ ეს მეორე ძმა პირველს მიუგზავნა, რათა მისი გულისთქმები ეთ... იხილეთ სრულად
ხშირად ის უწმინდური სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შეეხებოდა, თავისი ცბიერებით ბოროტებას დათესავდა და სხეულის ნაწილების ათამაშებით მომავალ საქმეებს უცხადებდა
როდესაც ეპისკოპოსობის ან წინამძღვრობის სურვილს ნერგავს, იგი არ უნდა მიიღო, რადგან ხორცის სავაჭროდან ძაღლის გაგდება ძალიან ძნელია
როდესაც ცოტა ხნით უდაბნოში დავეყუდებით და სიმშვიდეში ვართ, მტერი ჩაგვაგონებს, რომ სოფლად მივიდეთ, რათა დაღუპული სულები გადავარჩინოთ და ვაცხოვნოთ ისინი