წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ერთიდაიგივე წამლის დადებით ყველა წყლულს ვერ განკურნავ, ამიტომ სხვა წამალია საჭირო მაშინ, როცა ჩვენ თვითონ მოვიხვეჭთ დიდებას და სხვა მაშინ, როდესაც ჩვენი მცდელობის გარეშე მოდის ის ჩვენთან
როდესაც ისეთ საქმეს აღვასრულებთ, რაც ამპარტავნებას მოგვიტანს, მაშინ ჩვენი გლოვა და ლოცვისას ღვთის წინაშე მარტოდ წარდგომა გავიხსენოთ და ამ საშუალებით აუცილებლად გავანადგურებთ უსირცხვილო პატივმოყვარეობას; თუ მხოლოდ ჭეშმარიტი ლოცვის ... იხილეთ სრულად
როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ
ხშირად პატივმოყვარენი ისეთ რამეს ითხოვენ ღვთისგან, რისი მიღებაც მართლაც სიკეთის მომტანია, ამიტომ უფალი წინ უსწრებს და მანამდე აძლევს მათ, ვიდრე ითხოვდნენ, რათა ის ლოცვით არ მოიპოვონ და მათი პატივმოყვარეობა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს
გულით უბრალონი არც ისე ხშირად იწამლებიან ამ შხამით; რადგან პატივმოყვარეობა ანადგურებს უბრალოებას და ზაკვითა და ორგულობით სავსე ცხოვრება მოაქვს
არსებობს ასეთი მატლი, რომელიც გაზრდის შემდეგ ფრთებს გამოისხამს და მაღლად აფრინდება; ხოლო როდესაც პატივმოყვარეობა უმაღლეს საზომს მიაღწევს, იგი ყოველგვარი ბოროტების საწყისი ხდება
ვისაც ეს სენი არ შეხვედრია, ძალიან ახლოა ცხონებასთან, ხოლო მისით შეპყრობილი წმიდათა დიდებისგან მეტად დაშორებულია
ამპარტავნება ღვთის უარყოფაა და ეშმაკთან მეგობრობა, ადამიანის შეურაცხმყოფელი, განკითხვის დედა, ქების ნაშობი, უნაყოფობის ნიშანი, ღვთის შეწევნის განმდევნელი, შეშლილობის წინამორბედი, დაცემათა მიზეზი, გულისწყრომის წყარო, ორგულობის კარი... იხილეთ სრულად
ამპარტავნება იწყება იქ, სადაც პატივმოყვარეობა თავდება, მისი საშუალო მდგომარეობა მოყვასის შეურაცხყოფა, საკუთარი შრომის უსირცხვილოდ წარმოჩინება და თავის გულში ქებაა, ამასთან - მხილების სიძულვილი. მისი უმაღლესი მდგომარეობა არის ღვთის... იხილეთ სრულად
ვისმინოთ ყველამ, ვისაც გვსურს, ამ ბოროტ ორმოს გადავურჩეთ, რადგან იგი პირველად ღვთისადმი მადლობით იწყება, რადგან ღვთის უსირცხვილო უარყოფას თავიდანვე ვერ მოაფიქრებს კაცს